1 2 3 4 5
მერანმა შინ, დინამომ კი სტუმრად იმარჯვა

 

27 აპრილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვედა ექვსეულის შეხვედრები უფრო დრამატულად მიმდინარეობს, უპირველესად, ყურადღებას სწორედ გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი გუნდების თამაშებზე  გავამახვილებთ. შეგახსენებთ, რომ რუსთავის „მეტალურგის“ გარდა, უმაღლესში ადგილი არც ერთ კლუბს არ აქვს „დაბევებული“.

                             

VII-XII  ადგილისათვის

საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა „მერანისა“ და „მეტალურგის“ დაპირისპირება, რომელიც მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მერანელებმა დაუვიწყარი სანახაობა აჩვენეს ადგილობრივ გულშემატკივრებს. ისინი მთელი 90 წუთის განმავლობაში გამალებით უტევდნენ მეტოქის კარს. იმის მიუხედავად, რომ რუსთაველთათვის ამ თამაშს მხოლოდ პრინციპული მნიშვნელობა (განსხვავებით მერანელთაგან) ჰქონდა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს. თუმცა, „მერანმა“ უფრო მოინდომა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ფეხბურთის სპეციალისტებს, რომ ეს გუნდი უმაღლესში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. მატჩის ბედი 35-ე წუთზე მერანელთა  ცენტრალურმა მცველმა ვალერი იობაშვილმა გადაწყვიტა. მასპინძლებმა დამსახურებული და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0

გოლი: 1:0 ვალერი იობაშვილი (35)

 

ბოლნისის „სიონმა“ თბილისში, ნაკრების სამწვრთნელ ბაზაზე „ბასაზე“,  ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და 6:2 დაამარცხა. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ბოლნისელებმა მალევე მოახერხეს „გონზე მოსვლა“ და დიდი ანგარიშითაც იმარჯვეს.

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 6:2

გოლები: 0:1 როსინი (6), 1:1 ირაკლი კლიმიაშვილი (22), 2:1 ირაკლი ლექვთაძე (50), 3:1 ლადო ახალაია (55), 4:1 დავით სვანიძე (60), 5:1 ვლადიმერ უგრეხელიძე (67), 5:2 გიორგი ბუხაიძე (70), 6:2 ვლადიმერ უგრეხელიძე (77)

 

„ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ამჯერად ვიტელებმა ბათუმის „დინამოს“ სძლიეს. გარდამტეხი 85-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც ელგუჯა ლობჟანიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისიანებს მორიგი სამი ქულა არგუნა.

ვიტჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი) 3:2

გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (2), 2:0 გიორგი ჯანელიძე (12), 2:1 სანდრო გურული (22), 2:2 გიგა ჟვანია (67), 3:2 ელგუჯა ლობჟანიძე (85)

 

გათამაშების ცხრილი:

  1. მეტალურგი (რუსთავი)         29     12     7      10     27:30 43    
  2. მერანი (მარტვილი)                29     9      3      17     28:48  30    
  3. ვიტ ჯორჯია (თბილისი)       29     7      8      14     23:40  29    
  4. სიონი (ბოლნისი)                    29     7      7      15     26:47  28    
  5. დინამო (ბათუმი)                    29     7      5      17     35:52  26    
  6. კოლხეთი (ფოთი)                    29     2      7      20     17:52  13    

 

4 მაისს მომდევნო ტური გაიმართება:

კოლხეთი - მერანი

მეტალურგი   -  ვიტ ჯორჯია

დინამო (ბთ)  -   სიონი

 

I-VI ადგილისათვის

ახლა რაც შეეხება პირველ ექვსეულს: ჩემპიონობისათვის მებრძოლმა „დინამომ“ უშუალო კონკურენტს გორის „დილას“ გორში მოუგო, ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე, თბილისელთა ესპანელმა ლეგიონერმა მიქელ ალვარომ გაიტანა. როგორც იცით, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი. ამ დროისათვის დუშან უჰრინის გუნდი 7 ქულით უსწრებს შიდა ქართლელებს. დინამოელებს რეალური შანსი აქვთ მომდევნო ტურში, ნაადრევად იზეიმონ ყველაზე ფასეული ჯილდო - ქვეყნის ჩემპიონობა.

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:1

გოლი: მიკელ ალვარო (86)

 

მოსალოდნელი შედეგით დასრულდა საჩხერის „ჩიხურასა“ და ზუგდიდის პაექრობა (2:1). მასპინძელთაგან გოლის ავტორები რევაზ გოცირიძე და დავით კირკიტაძე გახდნენ. ზუგდიდელთაგან კი გიორგი გაბედავამ გამოიჩინა თავი.

ჩიხურა (საჩხერე) – ზუგდიდი 2:1

გოლები: 1:0 რევაზ გოცირიძე (7), 2:0 დავით კირკიტაძე (12), 2:1 გიორგი გაბედავა (69)

 

მოგვიანებით დასრულდა „იმერული დერბი“. უეფას ზონაში მოხვედრისათვის მებრძოლმა ქუთათურებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს ზემო იმერლები. ერთადერთი ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით გიორგი კუხიანიძემ შეაგდო.   ცნობისათვის: მოქმედმა ჩემპიონმა „ზესტაფონმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა.

 ტორპედო (ქუთაისი) – “ზესტაფონი” 1:0 

  გოლი1:0 კუხიანიძე (57.პენალტით)

 

გათამაშების ცხრილი:

  1. დინამო (თბილისი)         29     21     6      2      74:20  69    
  2. დილა (გორი)                    29     20     2      7      50:20  62    
  3. ტორპედო (ქუთაისი)      29     17     7      5      48:21  58    
  4. ჩიხურა (საჩხერე)             29     16     6      7      43:29   54    
  5. ზესტაფონი                        29     11     6      12     31:28  39    
  6. ზუგდიდი                          29     10     6      13     29:44  36

 

 4 მაისს მომდევნო ტური გაიმართება:

ზესტაფონი- ჩიხურა

დინამო (თბ)- ტორპედო

ზუგდიდი -დილა

 

ბომბარდირები:

 21 - ჩისკო (3 პენ. "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 16 - საბა ლომია (1პენ., “მერანი”)

 

 

ბესიკ გვაზავა (sazogadoeba.ge)

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0