1 2 3 4 5
კიდევ ერთი ამხანაგური

სამტრედია-მერანი 5:2

სამტრედია: კეკელიძე, ჩხიკვაძე, ხაჭაპურიძე, გოგია, დვალიშვილი, გედენიძე, მელქაძე, სამსეიშვილი, კერძევაძე, ბოხუა, ჩიხლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბანძავა, ჟვანია, კიკაბიძე, ზ. ხაჭიპერაძე, ნიკურაძე, გაჩეჩილაძე, რუხაია, ახობაძე.

მერანი: შეროზია, ქარქუზაშვილი, იობაშვილი, მელიავა, გეგია, დიდავა, ბუკია, ტორონჯაძე, კუჭუხიძე, ლომია, კრისი.

შეცვლაზე შევიდნენ: ხუმარაშვილი, ლ. ღონღაძე, დუდუჩავა, ლურსმანაშვილი, შარვაძე, ნოზაძე, შულაია, სიჭინავა, ბერია.


სანამ გუნდებში შეცვლები მოხდებოდა, უპირატესობას ,,მერანი“ ფლობდა. მე-4 წუთზე სამტრედიელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში მარტვილელთა კამერუნელი ფორვარდი კრისი წააქცია, მაგრამ საბა ლომიას თერთმეტმეტრიანი გაუცუდა. „მერანი“ მაინც მალე დაწინაურდა. კრისი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. მომდევნო გოლი მასპინძელთა კარში „მერანში“ სინჯებზე მყოფმა ბერდია შარვაძემ გაიტანა.

„მერანმა“ სოლიდური უპირატესობა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გუნდებში განხორციელებული ცვლილებების შემდე,გ „სამტრედია“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მოედანზე საუკეთესო კი, ფეხბურთის მოყვარულთათვის არცთუ უცნობი ზაურ ხაჭიპერაძე გახლდათ. 26 წლის ფორვარდმა, რომელიც „სამტრედიამდე“ საჩხერის „ჩიხურაში“, ჭიათურის „მაღაროელში“ და ქუთაისის „ტორპედოში“ ბურთაობდა, დღეს 2 ბურთი თავად გაიტანა (ორივე საჯარიმო დარტყმით) და 3 საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მისი გადაცემები შეირგეს მამია ჟვანიამ, ტარიელ რუხაიამ და ბაქარ ახობაძემ.


პრესსამსახური



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გარეჯი (საგარეჯო) 0 0
მერანი (თბილისი) 0 0