1 2 3 4 5
საბა ლომია საუკეთესოებში

ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული შეხვედრების მიხედვით, ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო შეხვედრაში მარტვილის "მერანი", ზუგდიდ

ში, ადგილობრივ გუნდთან, საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა, პოპულარულმა გაზეთმა ზუგდიდელთა კარში ორი ბურთის ავტორი, საბა ლომია თავის პოზიციაზე საუკეთესოდ ცნო.

სიმბოლური ნაკრები სრულად: მიგინეიშვილი, გ.გურული, ე.გრიგალაშვილი, საბანაძე (ტორპედო), გ.კვარაცხელია, ჩისკო (დინამო თბ), სუხიაშვილი, სიხარულიძე (მეტალურგი), დიასამიძე (დინამო ბთ), ნ.კვასხვაძე (ჩიხურა), ს.ლომია (მერანი).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (ტორპედო)

აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო კალენდარულ მატჩს ჩვენი გუნდი 15 დეკემბერს მარტვილში, ფოთის "კოლხეთთან" გამართავს. "კოლხური დერბი" 14:00 გაიმართება.

პრესსამსახური

 



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 24 48
ვიტ ჯორჯია 24 39
გაგრა 24 39
თელავი 24 38
ნ. დინამო 24 37
შევარდენი 1906 24 31
მერანი 24 27
ცხინვალი 24 25
შუქურა 24 23
სამგურალი 24 22