1 2 3 4 5
ფრე თბილისში: ვიტ ჯორჯია - მერანი 1:1

 

    ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების მე-16 ტურის მატჩი მერანმა თბილისში, „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე გამართა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის ვიტ ჯორჯია გახლდათ.

 

  შეხვედრა „მერანელების“ კარნახით წარიმართა. სტუმრების აქტიურმა და ეფექტურმა თამაშმა პირველ ნახევარშივე გამოიღო შედეგი. 37-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას მიერ „ვეტერინარების“ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მერანის კაპიტანმა, ბექა ბიბილაშვილმა იბრძოლა ბოლომდე და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

 

 მეორე ნახევარში თამაშიც გათანაბრდა და ანგარიშიც. 77-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის შორეულ დარტყმას ვერ გაუმკლავდა ანდრე ნონოსი და ნომინალურმა მასპინძლებმა ქულის მომტანი გოლი გაიტანეს - 1:1.

 

 მატჩის მიწურულს „მერანს“ შეეძლო წინ გასვლა, რადგან ჩვენი გუნდის მალელმა ლეგიონერმა, სილამ ორი მეტოქე ჩამოიტოვა და კარშიც კარგად დაარტყა, თუმცა ჩიკაშუამ ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 

 ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში მე-15 ტურის გამოტოვებულ მატჩს 24 ნოემბერს მარტვილში გამართავს. „მურთზ ხურცილავაზე“ მერანი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 17 31
სამგურალი (წყალტუბო) 17 27
გაგრა (გაგრა) 17 26
რუსთავი (რუსთავი) 17 26
მერანი (მარტვილი) 17 24
შევარდენი (თბილისი) 16 22
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 21
სიონი (ბოლნისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 16 19
არაგვი (დუშეთი) 17 8