1 2 3 4 5
სილას ჰეთ-თრიქი და უხვგოლიანი გამარჯვება: „მერანი“ სამეულს მიუახლოვდა

 

 კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტური დარჩა და სატურნირო ცხრილში ისეთი მდგომარეობაა, დიდი ალბათობით, დასკვნით ტურამდე გაგრძელდება ეს დაძაბული ფონი..

 

 ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, მე-13 ტურში, „შევარდენი 1906“-ის წინააღმდეგ მარტვილის „მერანისთვის“ მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება გახლდათ და ჭყონდიდელები მოტივირებულად, თუმცა დიდი დანაკლისით დაუხვდნენ მეტოქეს..

 

 ტრავმების გამო, „მერანის“ დაცვის ხაზის ფეხბურთელთა უმრავლესობა საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდა და „მერანელთა“ მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში ნიკა შალამბერიძის და ზურაბ ენდელაძის გამწესება მოუწია.

 

 მიუხედავად ამისა, „მერანმა“ სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი და ამ გეგმამ გაამართლა. მე-4 წუთზე, მეგრული გუნდის მალელმა ფორვარდმა: შეიკნე სილამ სადებიუტო გოლით გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია თეიმურაზ შარაშენიძის ძალიან ჭკვიანური საგოლე გადაცემა.

 

 მე-15 წუთზე „მერანელთა“ სწრაფმა შემტევმა: ლევან წოწონავამ პენალტი მოიპოვა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავად დაარტყა ზუსტად -2:0.

 

 36-ე წუთზე მეორე გოლის ავტორმა ასისტობაც ითავა, მისი გამჭოლი გადაცემა ამირან როხვაძემ დააგვირგვინა გოლით - 3:0.

 

 ტაიმის მიწურულს კიდევ ორჯერ გაიტანა სილამ, ჯერ ამირან როხვაძის პასით, შემდეგ კი გიორგი გეგიას მიერ საჯარიმოში მიიღო ბურთი, კარგად დაამუშავა და უძლიერესი დარტყმით შეარხია „შევარდენი 1906“-ის კარის ბადე.

 

 პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში „მერანი“ ისე მწვავედ აღარ უტევდა და ანგარიშიდან გამომდინარე ცოტა „მოეშვნენ“ მასპინძლები, რასაც „იუნკერებისგან“ ორი გოლი მოჰყვა. „შევარდენი 1906“-ის მხრიდან რაფიქ ამინუმ შეასრულა დუბლი.

 

 საბოლოოდ, „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე აიწია. ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის შეხვედრას 28 ოქტომბერს რუსთავში, ადგილობრივი „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავს.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 17 31
სამგურალი (წყალტუბო) 17 27
გაგრა (გაგრა) 17 26
რუსთავი (რუსთავი) 17 26
მერანი (მარტვილი) 17 24
შევარდენი (თბილისი) 16 22
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 21
სიონი (ბოლნისი) 17 21
დინამო (ზუგდიდი) 16 19
არაგვი (დუშეთი) 17 8