1 2 3 4 5
არალოგიკური სტარტი: მერანი VS შუქურა 0:2

 

      მარტვილის მერანისთვის Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის სტარტი არასასურველი გამოდგა, თუმცა ვინც თვალი ადევნა თამაშს დაგვეთანხმება, რომ სხვა შედეგი თუ არა „მერანელები“ მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ პირველი ტურის მატჩში..

 

2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ჰიმნის თანხლებით დაიწყო, მანამდე კი მერანმა კლუბის ახალი ჰიმნი წარადგინა.

 

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ნახევარი მასპინძლები დომინირებდნენ და საკმაოდ სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ მეტოქის კართან, მაგრამ საქმე გოლამდე არ მისულა.

 

მეორე ტაიმში კი შუქურა სტუმართა გამოცდილმა ფორვარდმა, დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა.

 

დარჩენილ დროში, გია გიგატაძის გუნდი თამაშის გადარჩენას შეეცადა და მეტი ძალებით შეუტია მეტოქეს, თუმცა მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 6 წუთით ადრე მეორე გოლი გავიდა მერანის კარში. საჯარიმო დარტყმა ზუსტად ექს-მერანელმა, იმედა აშორტიამ შეასრულა.

 

საბოლოოდ, შეხვედრა ქობულეთელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მერანი მეორე ტურის მატჩს სტუმრად გამართავს ზუგდიდის დინამოს წინააღმდეგ. დინამო - მერანის დაპირისპირება განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე 10 მარტს ჩატარდება.

 

2 მარტი. 15:00
მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“
Crystalbet ეროვნული ლიგა 2. I ტური
მერანი (მარტვილი) - შუქურა (ქობულეთი) 0:2
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (76’), 0:2 იმედა აშორტია (84’)

 

მერანი: ანდრე ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი ©, ხარაბაძე, გეგია, წოწონავა (წულაია 79’), ქიქავა, წილოსანი (ჩხეტიანი 71’), პაიმი, შალამბერიძე, შარაშენიძე.

სათადარიგო: ხვედელიძე, საღარეიშვილი, კალანდაძე, ც. ფაცაცია, წულაია, როხვაძე, ჩხეტიანი, ენდელაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.



შუქურა: თებიძე, ფარტენაძე, კალანდია ©, გოგიტიძე, ხმალაძე (კურმაშვილი 55’), ჯიქია (ოლივეირა 82’), კომახიძე (აშორტია 74’), გურამ გურეშიძე, ტატანაშვილი, ჯერალდო, სუხიაშვილი.

სათადარიგო: ტაკიძე, კურმაშვილი, აშორტია, ოლივეირა, ექვთიმიშვილი, ჩაჩუა, ჯინჭარაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი.

 


გაფრთხილება: ქიქავა (37’), კალანდია (49’).

მთავარი არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0