1 2 3 4 5
„სამგურალი“ (წყალტუბო) VS „მერანი“ (მარტვილი) - მატჩამდე!

    ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „მერანი“ XXXIII ტურის მატჩს ქუთაისში გამართავს. ჩვენი გუნდი 22 ნოემბერს, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

 

 „მერანი“ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა და მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა ამ ადგილის შენარჩუნებაა, იმისთვის, რომ 2019 წელსაც ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზოს ჩვენმა გუნდმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ ქულით უსწრებს „მერანი“ მომავალ მეტოქეს სატურნირო ცხრილში, ამდენად ეს შეხვედრა სამართლიანად არის მიჩნეული ტურის ცენტრალურ მატჩად.

 

პრინციპულ მატჩამდე..
წინა ტურში „მერანმა“ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლა „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე და 0:1 აგებდნენ მარტვილელები 26-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილის მიერ გატანილი გოლით, თუმცა „მერანის“ უკრაინელმა ლეგიონერმა: ამეტ დუგუმ პირველ ნახევარშივე აღადგინა წინასწორობა და ამ გოლით ქულა მოიპოვა „მერანმა“.

 

 დიდი ანგარიშით - 1:4 დამარცხდა „სამგურალი“ ბათუმში. „ანგისას ბაზაზე“ ნიკა შალამბერიძემ დააწინაურა სტუმრები, რომელმაც მოგვიანებით ყვითელი ბარათი მიიღო და „მერანთან“ მატჩს გამოტოვებს. საბოლოოდ იმ თამაშში სატურნირო ცხრილის ლიდერმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამი გოლი გაუტანა „სამგურალს“.

 

ურთიერთშეხვედრები 
„სამგურალი“ იმ გუნდების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც „მერანთან“ არცერთი ოფიციალური მატჩი არა აქვს მოგებული. ეს გუნდები არსებობის ისტორიაში თორმეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ცხრაჯერ „მერანმა“ გაიმარჯვა, სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა, ასე რომ „მერანელები“ „სასიამოვნო ტრადიციის“ გაგრძელებას ქუთაისშიც შეეცდებიან.

 

დანაკლისი
„სამგურალი“ – „მერანის“ დაპირისპირებას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდება. მასპინძლებს, როგორც თავში ვახსენეთ, წინა ტურში გოლის ავტორის, ნიკა შალამბერიძის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. ანალოგიური მიზეზით ვერ დაეხმარება „მერანს“, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, ნიკოლოზ ხინთიბიძე.

 

P.S. „სამგურალი“ – „მერანის“ მატჩი ქუთაისში, „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე 22 ნოემბერს 14:00 საათზე აიღებს სტარტს და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია და ეროვნული ლიგის ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 20 44
არაგვი 20 39
ბახმარო 20 36
სამგურალი 20 32
ბორჯომი 20 29
საბურთალო 2 20 25
კოლხეთი 20 22
გორი 20 21
ბეთლემი 20 19
მეშახტე 20 15