1 2 3 4 5
„თელავი“ VS „მერანი“ - პრევიუ

 მარტვილის „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის XI ტურის მატჩს ხვალ, 12 მაისს გამართავს. ჭყონდიდელები თელავში, „გივი ჩოხელის“ სახელობის სტადიონზე სასურველი შედეგისთვის იბრძოლებენ.

 

 მეორე წრე კარგად დაიწყო „მერანმა“. მახვილაძის შეგირდებმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს „გაგრას“ წინააღმდეგ. იმ მატჩში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ვაჟა ლომაშვილმა გახსნა ანგარიში. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი მარტვილელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა, ბენჟამინ ტეიდმა დააფიქსირა ჩინებული გოლით, რომელიც X ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

 

ჩვენი მეტოქე
„თელავი“ ეროვნულ ლიგა 2-ში წელს აღზევდა და კახეთის წარმომადგენელმა გუნდმა ახალ ასპარეზზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ჩვენს მეტოქეს მეორე წრის სტარტზე 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.

გიორგი დეკანოსიძის გუნდი წინა ტურში ბათუმში დამარცხდა. „ანგისას ბაზაზე“ ბათუმელები ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა მე-12 წუთზე და საბოლოოდ, მასპინძლებისთვის, ბრაზილიელის მიერ გატანილი გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

 

ურთიერთშეხვედრები
„თელავს“ და „მერანს“ ურთიერთშეხვედრების ხანმოკლე ისტორია აქვთ. ეს გუნდები ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ეს დაპირისპირება მიმდინარე წლის 9 მარტს შედგა. ეროვნული ლიგა 2-ის პირველ წრეში, მარტვილში „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე „მერანმა“ 1:0 დაამარცხა მეტოქე.

 

დისკვალიფიკაცია
„მერანს“ დისკვალიფიცირებული გიორგი ციმაკურიძე დაუბრუნდა. ჩვენი გუნდის მხრიდან არცერთ ფეხბურთელს არ ემუქრება დისკვალიფიკაციის გამო მომავალი მატჩის გამოტოვება. რაც შეეხებათ მასპინძლებს. „თელავს“ „მერანთან„ მატჩში ზემოთ ხსენებული მიზეზით განაპირა მცველი, გიორგი მურველაშვილი ვერ დაეხმარება.

 

მსაჯთა ბრიგადა
თელავი“ – „მერანის“ მატჩს შემდეგი მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი - პაპუნა მაჭარაძე
პირველი ასისტენტი - ი. უკლება
მეორე ასისტენტი - პ. ბელთაძე
მეოთხე მსაჯი - დ. ფიფია

 

და ბოლოს, „თელავი“ – „მერანის“ შეხვედრა თელავში, „გივი ჩოხელის“ სახელობის სტადიონზე 12 მაისს 17:00 საათზე აიღებს სტარტს.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 0 0
სამგურალი 0 0
საბურთალო 2 0 0
კოლხეთი 0 0
მეშახტე 0 0
ბახმარო 0 0
ბორჯომი 0 0
გორი 0 0
არაგვი 0 0
ბეთლემი 0 0