1 2 3 4 5
პირველად ისტორიაში

2.09.16:00. მარტვილი. “ცენტრალური”.

მერანი - ჩიხურა

მსაჯები: ხ.გაგნიძე, ი.უკლება, ი.მაჩიტიძე; გ.დოგრაშვილი

"ჩიხურა” ზედიზედ 3 მატჩია დაუმარცხებელია, "მერანს" კი სამი თამაშიდან სამი ქულა აქვს. წარმატებულმა სტარტმა, სოსო ფრუიძის გუნდს იმის ამბიცია გაუჩინა, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ, პირველ ექსვეულში მოხვდეს. თუმცა, ნაჩვენებ შედეგს განვითარება სჭირდება და ეს საჩხერლებმაც კარგად იციან. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს “ჩიხურა” შინ მატჩების ჩატარებას, ამჯერად კი, გუნდს არცთუ იოლი გასვლა უწევს - მარტვილში, სადაც თამაში ყველასთვის რთულია. მით უმეტეს, მალხაზ ჟვანიას შეგირდებს ქულათა მარაგის შევსება სჭირდებათ, რაც ყველაზე უკეთ შინ გამოსდით. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრიან და პირველად მარტვილში დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

გაიმართება ტურის სხვა მატჩებიც:

“მეტალურგი” (რუსთავი) - “ტორპედო” (ქუთაისი)
“დინამო” (თბილისი) – “კოლხეთი” (ფოთი)
“ზესტაფონი” – “დინამო” (ბათუმი)
“სიონი” (ბოლნისი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)
“ზუგდიდი” – “დილა” (გორი) (3 სექტემბერს)



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32