1 2 3 4 5
"მერანი" ვრანის "დინამოსთან" დამარცხდა

  მესამე საკონტროლო შეხვედრა გამართა და სერბეთის ჩემპიონატის პირველი ლიგის ლიდერთან, ვრანის "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.

 

 მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაში იყო, მატჩი საკმაოდ უხეში და დაძაბული გამოდგა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და ორივე გუნდს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი საწყის წუთებში.

 

 35-ე წუთზე სერბებმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, თუმცა ტაიმის მიწურულს მაინც გახსნეს ანგარიში. მეორე ნახევარში კი ვანო კურდღელაშვილმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა 1-1.

 

 შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, მეტოქემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩი სერბული "დინამოს" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

 

11 თებერვალი. 16:30. სიდე.
"დინამო" ვრანი - "მერანი" მარტვილი 2-1 (1-0)

 

"მერანი": მეშველიანი, ციმაკურიძე, ვ. ფაცაცია, მელიავა, გეგია, ლომაშვილი (კ), ტეიდი, ც. ფაცაცია, კურდღელაშვილი, მათიაშვილი, ტრეტიაკი.

 

სათადარიგო: კულუა, ჟიშკარიანი, ჯანჯღავა, შულაია, ლუკავა, თოლორდავა, ხინთიბიძე, ჟვანია, მიქავა.

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 18 34
ვიტ ჯორჯია 18 31
გაგრა 18 29
ნ. დინამო 18 28
თელავი 18 27
ცხინვალი 18 24
შევარდენი 1906 18 21
მერანი 18 18
სამგურალი 18 18
შუქურა 18 16