1 2 3 4 5
მარტვილის "მერანი" თურქეთში ხვალ გაემგზავრება

   საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" შეკრებას თურქეთში გაივლის. ჭყონდიდელები განახლებული გუნდით 2 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრებიან თურქეთში და ქალაქ სიდეში დაბინავდებიან.

 

შეკრებაზე მიხეილ მახვილაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იქნება. გოგი კულუა, კახაბერ მეშველიანი, ნიკა მგელაძე, გიორგი ციმაკურიძე, კიჭი მელიავა, გიორგი გეგია, გიორგი ჯანჯღავა, ვაჟა ფაცაცია, თამაზ ჟიშკარიანი, ლადო შულაია, ბენჟამინ ტეიდი, ცოტნე ფაცაცია, ვაჟა ლომაშვილი, დავით ბოლქვაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ჟვანია, თენგიზ თოლორდავა, დავით ლუკავა, ნიკოლოზ ხინთიბიძე, ვაჟა მათიაშვილი, დიმიტრი მიქავა, სერგეი ტრეტიაკი.

 

 

 "მერანი" თურქულ შეკრებაზე ორ კვირას დაჰყოფს და ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეებზე და შეკრების შესახებ 2 თებერვლიდან მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 36 82
სამგურალი 36 70
არაგვი 36 61
ბახმარო 36 54
საბურთალო 2 36 48
კოლხეთი 36 41
გორი 36 39
მეშახტე 36 39
ბორჯომი 36 39
ბეთლემი 36 38