1 2 3 4 5
„მერანი“ - "კოლხეთი 1913“ 2:2

 დღეს, პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა მარტვილში. პირველ დაპირისპირებაში, სტუმრად, ფოთის „კოლხეთი 1913“-თან 1-2 წაგებული მატჩის შემდეგ, „მერანს“ საკუთარ სტადიონზე, სადაც სრული ანშლაგი იყო, სასურველი ანგარიშით გამარჯვება აძლევდა ხელს, ეროვნული ლიგა 1-ში აღსაზევებლად და მატჩიც მასპინძლებისთვის მისაღები სცენარით დაიწყო, რადგან საწყისი წუთები, „მერანი“ დიდი ძალებით უტევდა და ამან შედეგიც გამოიღო. შეხვედრის მე-16 წუთზე, ვანო კურდღელაშვილმა, საჯარიმოს მიდაგომებიდან, უძლიერესი, ზუსტი დარტყმით "მერანი" დააწინაურა - 1:0.

 

 პირველ ნახევარში, უფრო სოლიდურიც უნდა გამხდარიყო ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ, მაგრამ დღეს, აშკარად არ სწყალობდათ მარტვილელებს საფეხბურთო ფორტუნა. 37-ე წუთზე, კიჭი მელიავას შესანიშნავი პასის შემდეგ, ბენჟამინ ტეიდს ახლო მანძილიდან მართებდა გოლის გატანა, თუმცა ნიგერიელის დარტყმული ბურთი სულ მცირედით აცდა კარს.

 

 პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში, „მერანს“ უმაღლესის საგზურს უნაღდებდა, მაგრამ, პირველ რაუნდის მატჩის შედეგი, ჩვენს გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა და „მერანელები“ მწვავე შეტევებს აგრძელებდნენ. იდეალური შანსი ჰქონდათ, სერგეი ტრეტიაკს, ვაჟა ლომაშვილს და რევაზ ბარაბაძეს, თუმცა ორჯერ ხარიხამ იხსნა სტუმართა კარი. ლომაშვილის თავური დარტყმის დროსაც, ჯერ ხარიხას მოხვდა ბურთი, შემდეგ კი კარის ხაზიდან გამოვარდა.

 

 54-ე წუთზე, სტანდარტული შეასრულეს ფოთელებმა და ამ სტანდარტს თითქოს ხიფათი არ უნდა მოჰყოლოდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულ ბუხაიძეს მიუვიდა ბურთი და „კოლხეთი 1913“-ის შემტევმა წონასწორობა აღადგინა. „მერანელებს“ 2:1 -ზე, თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეეძლოთ და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, რა დროსაც ერთი კონტრიერიში გამოეპარათ და იგივე ბუხაძიემ ბოლო წუთზე დუბლი გაიფორმა. შეხვედრის კომპენსირებულ დროში, ვანო კურდღელაშვილმაც დუბლი შეასრულა, „მერანელმა“ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ანგარიში სტუმრებს აძლევდათ ხელს..

 

 ამრიგად, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. „კოლხეთი 1913“-მა ეროვნულ ლიგაში 1-ში ადგილი შეინარჩუნა, ჩვენი გუნდი კი ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას და ახალი სეზონიდან იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად.

 

 3 დეკემბერი. 13:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი.
„მერანი“ (მარტვილი) – „კოლხეთი 1913“ (ფოთი) 2:2 (1:0).
გოლები: კურდღელაშვილი 1:0 (16’), 1:1 ბუხაიძე (54’), 1:2 ბუხაიძე (90’), 2:2 კურდღელაშვილი (90+2’).

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (ლ), მაისაშვილი (ჯიქია 83’), მელიავა, გეგია, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე (რუხაძე 55’), კურდღელაშვილი, ტრეტიაკი, ბარაბაძე.
სათადარიგო: მამალაძე, თოლორდავა, ჯიქია, ლუკავა, ვ. ფაცაცია, რუხაძე.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

„კოლხეთი 1913“: სეფიაშვილი, კილასონია, გურეშიძე, გოგონაია (კ), კაკულია, ბროვკო, დერებჩინსკი, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, ბახია (ბუხაიძე 37’), ბოლქვაძე (ვ. კილასონია).
სათადარიგო: შერმადინი, კერძევაძე, მაჩარია, შალიკაშვილი, მახარაძე, კილასონია, ბუხაიძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი.

 

გაფრთხილება: ჯანელიძე (58’), ჟიშკარიანი (70’), ბროვკო (73’), მაისაშვილი (78’), ორბელაძე (80’), დერებჩინსკი (80’), ბუხაიძე (90’).

 

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25