1 2 3 4 5
„მერანი“ „პარკი არენაზე“ იწყებს!

   ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება დასრულდა. სეზონის კულმინაცია კი, 30 ნოემბერს დაიწყება მარტვილის „მერანისთვის“, რადგან ჭყონდიდელები პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სწორედ, 30 ნოემბერს გამართავენ ფოთში, „პარკი არენაზე“!

 

 თუ რომელი მეგრული გუნდი ითამაშებს ქართულ საფეხბურთო ელიტაში, 3 დეკემბერს გაირკვევა, როცა „მერანი“ პლეი-ოფის განმეორებით მატჩს გამართავს „მურთაზ ხურცილავაზე“, მანამდე კი, წინ პირველი რაუნდია და ერთად მიმოვიხილოთ „კოლხეთი 1913“ VS „მერანის“ წინასამატჩო პერიპეტიები.

 

 მარტვილის „მერანი“, ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 80 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მერანელები“ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში პირველ პოზიციაზე იყვნენ და მხოლოდ გათამაშების მიწურულს დათმეს ლიდერობა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ „მერანი“ პლეი-ოფის მატჩებით შეეცდება უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.

 

 ის, რომ „მერანის“ მეტოქე, პლეი-ოფში ფოთის „კოლხეთი 1913“ იქნება, ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში გაირკვა. ეროვნულ ლიგა 1-ში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ფოთელებმა, ბოლო ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგეს ბათუმის „დინამოს“ და მე-9 ადგილი გაინაღდეს, თუმცა საბოლოოდ როგორც გაირკვა, „კოლხეთი 1913“ „დინამოსთან“ წაგების შემთხვევაშიც რჩებოდა პლეი-ოფის ზონაში, რადგან პარალალურ შეხვედრაში, მისმა უშუალო კონკურენტმა, ქობულეთის „შუქურამ“ პრინციპული მატჩი დათმო „საბურთალოსთან“ სამტრედიაში.

 

 ურთიერთშეხვედრები
გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიასაც. ეს გუნდები 23 ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქიდან 9 შეხვედრაში „მერანი“ გამოვიდა გამარჯვებული, 9-ჯერ ფოთელებმა მოიპოვეს გამარჯვება, 5 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. „მერანი“, „კოლხეთს“ ბოლოს, გასული წლის 19 ნოემბერს შეხვდა დ. ყიფიანის სახელობის მეოთხედფინალში და 1:0 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშინ ჭყონდიდელები საქართველოს თასის ფინალში გავიდნენ და ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

 

 დანაკლისი
მიხეილ მახვილაძის კონტიგენტი ოპტიმალური შემადგენლობით ჩავა ფოთში. „მერანელებს“ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავთ. მასპინძლებს ალექსანდრე გურეშიძე ვერ დაეხმარებათ დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო.

 

 მოკლედ, 30 ნოემბერს, საინტერესო, დაძაბული და უშეღავათო ორთაბრძოლა გველის წინ, ორი მეგრული გუნდის მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ „კოლხეთი 1913“ – „მერანის“ დაპირისპირება ფოთში, „პარკი არენაზე“ 14:30 საათზე დაიწყება.
P.S. 30 ნოემბერს, „მერანის“ ქომაგებისთვის გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი.
წარმატებები ვუსურვოთ „მერანელებს“!



უკან

გათამაშების ცხრილი
რუსთავი 36 83
მერანი 36 80
სიონი 36 59
სამგურალი 36 53
გაგრა 36 53
ვიტ ჯორჯია 36 52
ცხინვალი 36 40
გურია 36 37
მეშახტე 36 27
ზუგდიდი 36 25