1 2 3 4 5
მახვილაძის მახვილი და შეუჩერებელი მარტვილელები!

   მარტვილის „მერანი“ მოწინააღმდეგე გუნდების განადგურებას აგრძელებს. მახვილაძის შეგირდებმა ლანჩხუთში 5-0 მოგებული მატჩის შემდეგ, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლეს და ისევ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

 

 ეროვნულ ლიგა 2-ის გათამაშებაში, „მერანელები“ დამაჯერებლად მიიწევენ წინ და ასე თუ გააგრძელეს, ქართულ საფეხბურთო ელიტაში მათ აღზევებას არაფერი უდგას წინ. სატურნირო ცხრილში ქულათა სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა „მერანმა“ უახლოეს მდევართან. თუმცა „რუსთაველები“ თავიანთ მატჩს ხვალ გამართავენ.

 

 რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, მიუხედავად ანგარიშისა, პირველ ნახევარში წყალტუბოელები ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ და რამდენიმე ხიფათიც შექმნეს ჩვენს კართან, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კიპერი, გოგი კულუა. მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთში „მერანი“ უპირატესობას დაუფლა და მასპინძლების კარნახით მიმდინარეობდა თამაში, რასაც გოლი მოჰყვა.

 

 38-ე წუთზე „მერანის“ მთავარმა სნაიპერმა სერგეი ტრეტიაკმა რაფაელ ჩუკურას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერ დაჰკრა და მარჯვენა დაბალ კუთხეში მოათავსა ბურთი - 1:0.

 

 მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებულიც არ იყო, როცა ვანო კურდღელაშვილმა შენიშნა, რომ ოდნავ წინ იყო გამოსული სტუმართა კიპერი და თავზე გადაუგდო ბურთი კუჭუხიძეს - 2:0.

 

 78-ე წუთზე პირველი გოლის ასისტმა რაფაელ ჩუკურამ მესამე გოლი შეაგდო „სამგურალის“ კარში, თუმცა მანამდე უნდა ავღნიშნოთ ვაჟა ლომაშვილის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც სამ მეურვეს ტექნიკურად აუარა გვერდი და ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიგერიელი.

 

 სტუმრებმა 89-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს, თავი დემურ ჩიხლაძემ გამოიჩინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი რუხაძემ დააფიქსირა. „მერანელმა“ კიჭი მელიავას გრძელი პასის შემდეგ, მოჭრილი, ზუსტი დარტყმით 4:1 გახადა ანგარიში.

 

 ამრიგად, „მერანი“ აგრძელებს წარმატებულ სვლას. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 21 სექტემბერს გამართავს ზედაეწერში, მეტოქე ს.კ. ზუგდიდი“ იქნება.

 

16 სექტემებრი. 17:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“. 
„მერანი“ (მარტვილი) – „სამგურალი“ (წყალტუბო) 4-1 (1-0)
გოლები:
1:0 სერგეი ტრეტიაკი (38’), 2:0 ვანო კურდღელაშვილი (53’), 3:0 რაფაელ ჩუკურა (78’), 3:1 დემურ ჩიხლაძე (89’), 4:1 ირაკლი რუხაძე (90+2’).

 

„მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, გეგია, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, რაფაელი, კურდღელაშვილი (თოლორდავა 84’), ტრეტიაკი (რუხაძე 63’), ბარაბაძე (ლომაშვილი 72’).

სათადარიგო: მამალაძე, ლომაშვილი, ჯიქია, რუხაძე, თოლორდავა, ლუკავა, ც. ფაცაცია.
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.

 

„სამგურალი“: კუჭუხიძე, კაკუშაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი (კ), გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე, ბანძელაძე, გოგუაძე, კილაძე, ჩავჩიძე (ლაღაძე 55’- ჩიხლაძე 72’), ციცხვაია (ბრეგვაძე 77’).

სათადარიგო: ნუცუბიძე, ბრეგვაძე, ნერგაძე, ჩიხლაძე, ა. ფანცხავა, ზ.ფანცხავა, ლაღაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

 

გაფრთხილება: შალამბერიძე (15’), ბარაბაძე (43’), ჩუკურა (50’), ბრეგვაძე (85’).
მთავარი მსაჯი: ბორის გლუშჩუკი.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 20 44
არაგვი 20 39
ბახმარო 20 36
სამგურალი 20 32
ბორჯომი 20 29
საბურთალო 2 20 25
კოლხეთი 20 22
გორი 20 21
ბეთლემი 20 19
მეშახტე 20 15