1 2 3 4 5
მეორე წრე მეგრული დერბით დასრულდება!

  ერთი ტურიც და ეროვნული ლიგა 2-ის, მეორე წრე დასრულდება. რის შემდეგაც კლუბები ერთთვიან შესვენებაზე გავლენ. მანამდე კი მარტვილის „მერანს“ მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი „ზუგდიდის“ წინააღმდეგ და ჩვენს გუნდს ლიდერობის შესანარჩუნებლად, აუცილებლად ჭირდება გამარჯვება.

 

 მატჩამდე
"მერანის" მთავარი ამოცანა ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევებაა და ამ მიზნისთვის გააფთრებული იბრძვის მარტვილის გუნდი."მერანელები" წინა ტურში წყალტუბოს "სამგურალს" სამტრედიაში დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "ე. მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე სერგეი ტრეტიაკმა გახსნა ანგარიში, მალე უკრაინელმა დუბლი გაიფორმა, მართალია წყალტუბოელებმა ბიბილაშვილის გოლით ანგარიშის სხვაობა შეამცირეს, თუმცა რევაზ ბარაბაძის მიერ ჩინებულად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ, მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ჩვენს გუნდს 39 ქულა აქვს, ისევე როგორც „რუსთავს“, თუმცა „მერანს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

 

ზუგდიდი
მეორე მეგრულ კლუბს, ეროვნულ ლიგა 2-ში საკმაოდ ცუდი სტარტი ჰქონდა და შესაბამისად ზუგდიდელები სატურნირო ცხრილის ფსკერზე არიან, თუმცა ბოლო სამ ტურში უშუალო კონკურენტებთან მოპოვებული ორი გამარჯვებით, "ზუგდიდმა" საგრძნობლად გამოასწორა სიტუაცია. ჩვენმა ხვალინდელმა მოწინააღმდეგემ XVII ტურში „ცხინვალს" უმასპინძლა და ზედაეწერში, უშანსოდ 2-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები მეტოქე გუნდის კარში გიორგი მალანიამ და ცოტნე სამუშიამ გაიტანეს. მეორე წრის ბოლო ტურის მატჩამდე ასეთი რეალობაა - „მერანმა“ ლიდერობა უნდა შეინარჩუნოს, “ზუგდიდი“ კი გადარჩენისთვის იბრძვის, ასე რომ 22 ივნისს, საკმაოდ საინტერესო, დაძაბული მეგრული დერბი უნდა შედგეს "მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე.

 

ურთიერთშეხვედრები
ამ კლუბებს გზები 11-ჯერ გადაიკვეთა.11 მატჩიდან, 5 ჩვენმა მეტოქემ მოიგო,3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი მარტვილელებმა იმარჯვეს. 
ურთიერთშეხვედრების ისტორია:
29/04/17 "ზუგდიდი" - "მერანი" 1-2
08/05/16 "ზუგდიდი" - "მერანი" 3-0
28/11/15 "მერანი" - "ზუგდიდი" 0-0
18/03/15 "ზუგდიდი" - "მერანი" 3-0
12/09/14 "მერანი" - "ზუგდიდი" 0-0
10/05/14 "ზუგდიდი" - "მერანი" 3-0
12/04/14 "მერანი" - "ზუგდიდი" 2-1
30/11/13 "ზუგდიდი" - "მერანი" 0-0
25/08/13 "მერანი" - "ზუგდიდი" 2-0
08/12/12 "ზუგდიდი" - "მერანი" 3-2
30/09/12 "მერანი" - "ზუგდიდი" 1-2

 

დანაკლისი
"ზუგდიდთან" მატჩში"მერანს" დისკვალიფიცირებული რევაზ გეწაძე და ბენჟამინ ტეიდი ვერ დაეხმარებიან. მეტოქე გუნდს ამ მხრივ დანაკლისი არა აქვს.

 

მსაჯთა ბრიგადა
ბაკურ ნინუა {მთავარი მსაჯი}
ა. აფციაური {პირველი ასისტენტი}
დ. კურტანიძე {მეორე ასისტენტი}
კ. გიორგაძე {მეოთხე მსაჯი}

 

ამრიგად, ერთად გადავავლეთ თვალი მატჩის წინა პერიპეტიებს, ახლა ისღა დაგვრჩენია 22 ივნისს მივიდეთ "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ გუნდს! მეგრული დერბი 22 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება!



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 30 70
სამგურალი 30 57
არაგვი 30 52
ბახმარო 30 45
საბურთალო 2 30 41
ბორჯომი 30 36
ბეთლემი 30 32
კოლხეთი 30 32
გორი 30 31
მეშახტე 30 31