1 2 3 4 5
"მერანის" ახალგაზრდული გუნდი "სამტრედიას" (U19) უმასპინძლებს

    დღეს, 17:00 საათზე მარტვილის "მერანის" 19-წლამდელთა გუნდი, სატურნირო ცხრილის ერთ-ერთ ლიდერს "სამტრედიას" (U19) უმასპინძლებს.

 

 ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა. ჩვენი ასაკობრივი გუნდის მეტოქე სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს ქუთაისის "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდი იკავებს 32 ქულით, თუმცა ქუთათურებს ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული.

 

 რაც შეეხება "მერანს", ცოტნე მონიავას დამოძღვრილებს 21 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

 "მერანი" (U19) - "სამტრედია" (U19) -ის მატჩი, "მურთაზ ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0