1 2 3 4 5
რევანშის მოლოდინი...

კვირას, 20 ნოემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი, მარტვილის "მერანსა" და მცხეთის "ვიტ ჯორჯიას" შორის.

 

ამ გუნდების მონაწილეობით "მცხეთა პარკზე" გამართულ პირველი წრის შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ასევე მარტვილელ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ორი წლის წინანდელი პაექრობა, სადაც ჩვენები მძიმე ბრძოლაში მართალია დამარცხნენ, თუმცა "მერანის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში იმხანად პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდმა ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და ყველა სასიამოვნოდ გააოცა.

 

მოახლოვებულ კალენდარულ თამაშს მოემსახურებიან შემდეგი მსაჯთა ბრიგადა: ა.ნონიკაშვილი (მთავარი არბიტრი), ზ.ჯვარიძე, დ.კვეტენაძე (ასისტენტები), ხ.გაგნიძე (სათადარიგო არბიტრი)

 

წარმატებები ვუსურვოთ "მერანს"...



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 0 0
რუსთავი (რუსთავი) 0 0
სიონი (ბოლნისი) 0 0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0 0
სამგურალი (წყალტუბო) 0 0
დინამო (ზუგდიდი) 0 0
შუქურა (ქობულეთი) 0 0
შევარდენი (თბილისი) 0 0
გაგრა (გაგრა) 0 0
არაგვი (დუშეთი) 0 0