1 2 3 4 5
ჭაბუკთა ლიგის მატჩები

    დაუმარცხებელია მარტვილის "მერანის" 15-წლამდელთა გუნდი ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, რომელმაც დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.

 

 ანგარიში 21-ე წუთზე გიორგი ლაცაბიძემ გახსნა. 52-ე წუთზე კი ტოფაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

 

 მარტვილის "მერანის" ნორჩ გუნდს ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვს, ბურთების შეფარდება 12-0 და სატურნირო ცხრილს 12 ქულით დამსახურებულად ლიდერობს.

 

 რადიკალურად გასხვავებული მდგომარეობაა "მერანის" 17 წლამდელთა გუნდში. სამწუხაროდ, ამ ასაკობრივ გუნდს ჯერ გამარჯვება არა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

 

 17-წლამდელები დღეს, ქუთაისელ თანატოლებთან დამარცხდნენ ანგარიშით 2-4. მე-5 წუთზე მუკბანიანმა დააწინაურა "ტორპედო". მე-7 წუთზე კი ჩარგელიშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 32-ე წუთზე სტუმართაგან გაბადაძემ გამოიჩინა თავი და 0-3 დასრულდა პირველი ნახევარი. მეორე ტაიმში რომან ყურაშვილმა ავტოგოლი გაიტანა და 0-4 გახდა ანგარიში. 70-ე და 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კობახიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოოდ მატჩი "ტორპედოს" ასაკობრივი გუნდის გამარჯვებით 2-4 დასრულდა.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0