1 2 3 4 5
19-წლამდე გუნდის საკონტროლო მატჩი "ეგრისთან"

   მარტვილის "მერანის" ახალგაზრდული გუნდი ჭაბუკთა ლიგის გათამაშებისთვის მზადებას აგრძელებს.

 

ცოტნე მონიავას გაწვრთნილმა გუნდმა რეგიონლიგაში მოასპარეზე სენაკის "ეგრისს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

 

მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, ორივე გუნდის მწვრთნელებმა როტაციას მიმართეს და რამდენიმე ახალწვეულ ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შანსი.

 

ანგარიშის გახსნა პირველ ნახევარში მარტვილელებსაც შეეძლოთ და მეტოქესაც, თუმცა "მერანის" და "ეგრისის" ასაკობრივი გუნდის კიპერები დამაჯერებლად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა.

 

მეორე ნახევარში ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლი "მერანის" 19-წლამდე გუნდის კარში ბაკურ გულუამ გაიტანა.

 

"მერანის" ასაკობრივი გუნდი ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში 14 მარტს ჩაერთვება. მარტვილელები საკუთარ სტადიონზე ტყიბულელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

 

11 მარტი. 14:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
"მერანი" (U-19) 0-1 "ეგრისი" (სენაკი)

 

"მერანი" (U-19): მაკარაშვილი, ბოკუჩავა, პერტაია, კურტანიძე, ლეჟავა, კაკულია, ცხაკაია, ლომთაძე, ლუკავა, თოლორდავა, შონია.

 

შეცვლაზე შევიდნენ: ჟიშკარიანი, შულაია, კუჭუხიძე, ლეჟავა, ხვითარია, ვეკუა.


მთავარი მწვრთნელი: ცოტნე მონიავა

 

"ეგრისი": კანკია, ლატარია, ნორაკიძე, ნადარეიშვილი, შონია, გეგენავა, გულუა, შარაშენიძე, ჯომიდავა, პერტენავა, ფარცვანია.

 

სათადარიგო: ჟვანია, კაცაძე, ი. გოგია, რ. გოგია, ბოკუჩავა.


მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა ჩიქობავა.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28