1 2 3 4 5
"მერანის" U17 გუნდის ჯგუფი

  ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონატში იასპარეზებს "მერანის" U17 გუნდიც.

 

 17-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 27 გუნდი და ჩემპიონატი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდები დაიყოფიან 4 ჯგუფად, ტერიტორიული პრინციპით და თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და გარეთ).

 

"მერანი" (მარტვილი)
"ტორპედო" (ქუთაისი)
"სამტრედია" (სამტრედია)
"მეშახტე" (ტყიბული)
"ზესტაფონი" (ზესტაფონი)
"სამგურალი" (წყალტუბო)

"ჭიათურა" (ჭიათურა")

 

 ჯგუფების პირველ-მეორე ადგილზე გასული, ასევე "ა"- "ბ" ჯგუფის საუკეთესო მესამე ადგილოსანი გუნდი და "გ" და "დ" ჯგუფების საუკეთესო მესამე ადგილოსანი გუნდი (7 გუნდიან
ჯგუფებში მეშვიდე ადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი მხედველობაში არ მიიღება) შეადგენენ ერთ ათ გუნდიან "ოქროს" ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ორ წრედ და გამოვლინდება საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის საპრიზო სამეული. გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპი დაიწყება ნული ქულით.

 

 ჯგუფების 3-7 ადგილებზე (ორი საუკეთესო მესამე ადგილოსნის გამოკლებით) გასული გუნდები შეადგენენ ჯგუფს,სადაც გადანაწილდებიან ტერიტორიული პრინციპით, თამაშები გაიმართება ორ წრედ, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 23 53
არაგვი 23 45
ბახმარო 23 39
სამგურალი 23 38
ბორჯომი 23 32
საბურთალო 2 23 31
გორი 23 24
ბეთლემი 23 23
კოლხეთი 23 22
მეშახტე 23 19