1 2 3 4 5
მერანი" "ზამთრის მასტერსი"-2017-ში ახალგაზრდული გუნდით იასპარეზებს

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ტურნირში - "ზამთრის მასტერსი"-2017, საფეხბურთო კლუბი მარტვილის "მერანი" მიიღებს მონაწილეობას, მარტვილელები ძირითადად სარეზერვო გუნდით იასპარეზებენ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. მინი-ტურნირის მიზანი, რომელიც სტარტს 13 იანვარს აიღებს, ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

 

 აღნიშნული შეჯიბრება თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც პრო 1-სა და პრო 2-ის ლიგების გუნდები ითამაშებენ. 
შეჯიბრებაზე სულ 16 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი კლუბი საჩხერის "ჩიხურასთან", ბოლნისის "სიონთან" და "საბურთალოსთან" გაარკვევს ურთიერთობას. ტურნირის რეგლამენტის თანახმად, შემდეგ ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. ბოლოს კი ფინალური შეხვედრა შედგება და უძლიერესი გამოვლინდება.

 

 ქვემოთ, წილისყრის შემდეგ დაწყვილებულ ჯგუფებს გაგაცნობთ:

"ა" ჯგუფი: ტორპედო, დილა, გაგრა, შევარდენი-1906.
"ბ" ჯგუფი: ჩიხურა, საბურთალო, სიონი, მერანი.
"გ" ჯგუფი: დინამო (ბთ), კოლხეთი-1913, ვიტ ჯორჯია, თელავი.
"დ" ჯგუფი: სამტრედია, დინამო (თბ), შუქურა, მეშახტე.



უკან

გათამაშების ცხრილი
დინამო ბთ 32 67
ვიტ ჯორჯია 32 56
გაგრა 32 21
ნ. დინამო 32 50
თელავი 32 44
შევარდენი 1906 32 43
მერანი 32 33
სამგურალი 32 32
შუქურა 32 32
ცხინვალი 32 29