1 2 3 4 5
პასუხი ზესტაფონის ხელმძღვანელობას

საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონი"-ს პრეზიდენტს 

ბატონ ილია კოკაიას

ბატონო ილია,

მარტვილის საფეხბურთო კლუბის ,,მერანი“–ს ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და ფანკლუბი აღშფოთებულია თქვ ენი უსაფუძვლო, დაუსაბუთებული განცხადებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სადაც ბრალდებას უყენებთ, საფეხბურთო კლუბ ,,მერანს“, თითქოს მარტვილში ზესტაფონის ,,ზეს
ტაფონთან“ და რუსთავის ,,მეტალურგთან“ თამაში გარიგებული იყო, რაც სიცრუეა და უმძიმესი ბრალდება.
მსგავსი სახის განცხადება წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულ დასჯად ქმედებას. კერძოდ კი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების გავრცელებას. თუ თქვენს მიერ უმოკლეს ვადაში არ მოხდება, იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აღნიშნული ფაქტის უარყოფა და ბოდიშის მოხდა ჩვენი ხელმძღვანელობისადმი, გამოვიყენებთ ჩვენთვის კანონით მონიჭებულ უფლებამოსილებას დავიცვათ ჩვენი საქმიანი რეპუტაცია და მივმართავთ სასამართლოს, რათა მოვითხოვოთ, როგორც იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თქვენს მიერვე ბოდიშის მოხდა, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რაც ამგვარი ცილისწამებისათვის ჩვენი შეფასებით საკმად დიდ თანხას შეადგენს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ მივმართავთ საქ. ფეხბურთის ფედერაციას, რათა თქვენს მიერ გავრცელებული ცილისწამების ფონზე 20 მაისს გასამართი საფეხბურთო მატჩი, მოითხოვს რა, გაძლიერებული უსაბრთხოების ზომების მიღებას, ნებისმიერი გაურკვევლობის და პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, მოახდინონ შესაბამისი ზომების მიღება.

 

18.05.2012



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 2 6
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2 4
სიონი (ბოლნისი) 2 4
მერანი (მარტვილი) 2 3
რუსთავი (რუსთავი) 2 2
არაგვი (დუშეთი) 2 2
გაგრა (გაგრა) 2 2
სამგურალი (წყალტუბო) 2 1
დინამო (ზუგდიდი) 2 1
შევარდენი (თბილისი) 2 0