1 2 3 4 5
„სულორი“ VS „მერანი“ - პირველი ბარიერი “სულორია”

 პლეი-ოფების ეტაპი დაიწყო. იმისთვის, რომ „მერანმა“ პრო ლიგა 2-ში ითამაშოს, აუცილებლად უნდა გადალახოს ორი ბარიერი. პირველი ბარიერი ვანის „სულორია“. მარტვილელებმა ორ-რაუნდიან დუელში უნდა აჯობონ ვანელებს. პირველი მატჩი ვანში 28 ნოემბერს გაიმართება, მეორე განმეორებითი შეხვედრა კი მარტვილში 2 დეკემბერს შედგება. ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში „მერანი“ მეორე პლეი-ოფის მატჩში „ბორჯომი“ –„ლიახვის“ წყვილიდან“ გასულ გუნდს დაუპირისპირდება და თუ ამ ბარიერსაც დაძლევს მთავარი მისია შესრულებული იქნება.

 

ჩვენი მეტოქე

 სულორი პირველ ლიგაში წელს აღზევდა. რანგით უფრი მაღალ ლიგაში გადმოსვლამდე კი ჩინებული სეზონი ჩაატარეს ვანელებმა მეორე ლიგაში, რადგან 2015 წელს ჩატარებული მატჩებიდან არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ. პირველ ლიგაში კი სტარტი ცუდად დაიწყო "სულორმა", რადგან პირველ ტურში სტუმრად წალენჯიხაში 0-3 წააგო ადგილობრივ „სქურთან“.

 

ყველაზე პრინციპული მატჩი ვანელებს ბოლო ტურში ჰქონდათ, პრო ლიგა 2 განაღდებულ "ვიტ-ჯორჯიას" "სულორელებმა" მცხეთაში მოუგეს 2-1 და პლეიოფის საგზური მოიპოვეს.
ვანის გუნდში წამყვანი მოთამაშე ექს-მერანელი თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი გახლავთ, რომელიც თავის ამჟამინდელ კლუბში ბომბარდირია. სწორედ ჩხეტიანმა გახსნა "ვიტ-ჯორჯიასთან" ანგარიში მე-14 წუთზე.

 

ურთიერთშეხვედრები

 ოფიციალურად ეს გუნდები არასდროს შევხედრიან ერთმანეთს, ამხანაგური მატჩი კი ერთხელ 26 იანვარს შედგა და ამხანაგური ანგარიშით 1-1 დასრულდა. მაშინ მარტვილელებმა პირველი ტაიმი იმედა აშორტიას მიერ გატანილი გოლით 1-0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი ხელაძემ აღადგინა წონასწორობა.

 

დანაკლისი

 თითქმის ყველა მატჩი „მერანმა“ დანაკლისით ჩაატარა, ხშირად გვიწევდა საუბარი ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებზე, რადგან ორ ფრონტზე ბრძოლა დიდი რესურსის დახარჯვას მოითხოვს, თუმცა საპლეი-ოფო მატჩებისთვის "მერანში" ოპტიმალური შემადგენლობა იკრიბება, ივანე ხაბელაშვილს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც უკვე ვარჯიში დაიწყო, გიორგი მიქაძის განკარგულებაში ფეხბურთელების სრული მზადყოფნაა.

 

პრინციპული მატჩი

 „მერანისთვის“ ნებისმიერ შეხვედრას მოტივაციის კუთხით დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის მოედანზე და ამას უმეტესწილად ახერხებს, მაგრამ ხვალინდელ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მართალია განმეორებითი შეხვედრა წინ არის, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ჩავატარებთ პირველ რაუნდს სტუმრად. ასე, რომ ვანში განსაკუთრებული მობილიზაციით და ყურადღებით უნდა ჩავიდეთ. ჩვენს ფეხბურთელებს ხვალინდელ მატჩშიც თავისი ერთგული გულშემატკივრები გაჰყვებიან და ტრადიციულად გაამხნევებენ. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს.

 

"სულორი" - "მერანის" მატჩი ვანში 28 ნომებერს 14:00 საათზე დაიწყება.

 P.S „მერანის“ ერთგულ გულშემატკივრებს თამაშის დასასწრებად მოემსახურებათ უფასო ტრანსპორტი.



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 33 76
სამგურალი 33 63
არაგვი 33 58
ბახმარო 33 51
საბურთალო 2 33 45
ბეთლემი 33 37
კოლხეთი 33 36
ბორჯომი 33 36
მეშახტე 33 35
გორი 33 32