1 2 3 4 5
"მერანი" VS "სამგურალი" - ბოლო ტურის წინათქმა

  ერთი ტურიც და პლეი-ოფები დაიწყება. მანამდე მარტვილის "მერანი" გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს 25 ნოემბერს მარტვილში, წყალტუბოს "სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს.

 

 "სამგურალმა" უკვე გაინაღდა ლიგა პრო-2 ში თამაში და სტუმრებისთვის აღნიშნულ დაპირისპირებას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. თავის მხრივ პლეიოფში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს მარტვილის "მერანს" და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი, რომ შეინარჩუნონ მარტვილელებმა ფრეც ყოფნით, თუმცა ჩვენი გუნდი რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გადის ეს ამ სეზონში ჩატარებულმა მატჩებმა დაგვანახა ("მერანს" პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთი წაგება აქვს). ასე, რომ მარტვილელები ხვალინდელ მატჩშიც საბრძოლო განწყობით გავლენ.

 

ურთიერთშეხვედრები

"სამგურალს" "მერანზე" არასდროს მოუგია. თავისი არსებობის ისტორიაში ეს გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე შეხვედრა მარტვილელების გამარჯვებით დასრულდა.

 

"მერანი" და "სამგურალი" ბოლოს ერთმანეთს ამა წლის 5 ოქტომბერს დაუპირისპირდნენ წყალტუბოში, ეს მატჩიც "მერანის" გამარჯვებით 1-0 დასრულდა. სამი ქულის მომტანი გოლი 52-ე წუთზე შოთა ჯიქიამ გაიტანა.

 

სამგურალი - მერანი 0-1 (2016)
სამგურალი - მერანი 1-2 (2011)
მერანი - სამგურალი 2-0 (2010)
სამგურალი - მერანი 0-2 (2010)

 

დანაკლისი

"მერანს" ორი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული, ვაჟა ლომაშვილი და ანდრო გიორგაძე აღნიშნულ მატჩს გამოტოვებენ. ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში, მაგრამ გუნდს კვლავ ვერ ეხმარება ივანე ხაბელაშვილი. არის ერთი კარგი სიახლეც, "მერანს" გამოცდილი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე დაუბრუნდა.
"სამგურალს" დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ყავს.

 

ამრიგად, გარდამავალი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 25 ნოემბერს ჩაატარებს, 28 ნოემბრიდან კი პლეი-ოფების მეტად პრინციპულ დაპირისპირებაში ჩაერთვება. ხვალ ისევ ჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს გვერდში დგომა და გამხნევება, ასე რომ ყველას გელოდებით "მერანელებო" 14:00 სააათზე "მ. ხურცილავას" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე. 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი 29 67
სამგურალი 29 54
არაგვი 29 52
ბახმარო 29 45
საბურთალო 2 29 41
ბორჯომი 29 36
გორი 29 31
ბეთლემი 29 29
კოლხეთი 29 29
მეშახტე 29 28