ანგარიში ნამდვილად არ ასახავს თამაშის სურათს, რომელიც მარტვილელებმა ფოთში „ფაზისის“ სტადიონზე გამართეს.
ჭყონდიდელებმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და სახიფათი ეპიზოდებიც შექმნეს მეტოქე გუნდის კართან. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ლევან წოწონავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ფოთელთა უკრაინელმა მეკარემ უშეცდომოდ ითამაშა. სახიფათო იყო დავით ლომთაძის შორეული „გასროლები“, მაგრამ მცირედით აცდა ბურთი კარს.
მანამდე კი, მე-13 წუთზე პენალტი დაინიშნა სტუმართა კარში. ამ სეზონში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლუკა ნანავაზე გოლის გატანა იოლ საქმეს, რომ არ წარმოადგენს ეს მისმა ექს-თანაგუნდელმა დათა სიჭინავამაც კარგად იცოდა, თუმცა თავის მხრივ სიჭინავა საჯარიმო დარტყმების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია საქართველოში. ფოთელთა შემტევმა მისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა ზუსტად - 1:0.
63-ე წუთზე ვალერი ოლხოვმა ორამდე გაზარდა ანგარიში, თამაშის კომპენსირებულ დროში კი მამია გავაშელიშვილმა საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.
„მერანი“ მომდევნო ტურის შეხვედრას საკუთარ არენაზე თბილისის „მერანის“ წინააღმდეგ 31 მაისს გამართავს. აღნიშნული შეხვედრა „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე 17:00 დაიწყება.
გარეჯი (საგარეჯო) | 15 | 38 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 15 | 28 | |
სიონი (ბოლნისი) | 15 | 26 | |
კოლხეთი (ხობი) | 15 | 26 | |
სპაერი (თბილისი) | 15 | 24 | |
დინამო 2 (თბილისი) | 15 | 22 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 15 | 15 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 15 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 15 | 11 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 15 | 6 |