ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მანწკავას ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“ სტუმრად თბილისში „სპაერის“ წინააღმდეგ და მინიმალური ანარიშით დამარცხდა.
მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე ჭყონდიდელები ნამდვილად არ იმსახურებდნენ მარცხს და მინიმუმ ქულა მაინც უნდა წამოეღოთ თბილისიდან, თუმცა სახიფათო ეპიზოდების რეალიზებას ვერ ახდენდნენ სტუმრები, მეტოქემ კი რეალური შანსი გამოიყენა. 53-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ „სპაერის“ კონტრიერიში დაასრულა გოლით.
„სპაერთან“ მატჩში „მერანის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა 22 წლის საყრდენს, გია ნადარეიშვილს, რომელიც „მერანი 2“-ის წევრია.
ზედიზედ სტუმრად გამართული 3 მატჩის შემდეგ, „მერანი“ ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი ტურის შეხვედრას საკუთარ არენაზე ჩაატარებს. 10 მაისს, „მერანელები“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ.
გარეჯი (საგარეჯო) | 15 | 38 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 15 | 28 | |
სიონი (ბოლნისი) | 15 | 26 | |
კოლხეთი (ხობი) | 15 | 26 | |
სპაერი (თბილისი) | 15 | 24 | |
დინამო 2 (თბილისი) | 15 | 22 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 15 | 15 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 15 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 15 | 11 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 15 | 6 |