1 2 3 4 5
„მერანმა“ მეორე პოზიცია დაიბრუნა. „რუსთავი“ – „მერანი“ 1:2

 

 

   ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელი გათამაშება დასკვნითი ეტაპისკენ წავიდა და ახლა გუნდებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. მარტვილის „მერანმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამართა თბილისში სტუმრად და თუ „ვეტერინარებთან“ მატჩი წარუმატებელი გამოდგა, მეგრულმა გუნდმა „რუსთავთან“ დაპირისპირებაში სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

 

 

  „მერანის“ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას მშობლიური კლუბის წინააღმდეგ უწევდა თამაში, ის რუსთავში წლების განმავლობაში მუშაობდა. დანაკლისით იყო ჩასული ჭყონდიდური გუნდი თბილისში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად სიხარულია ტრავმის გამო რამდენიმე კვირა იუქმებს, „მერანის“ კაპიტანი კიჭი მელიავა კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს.

 

  მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებსაც ჰქონდა სახიფათო მომენტები, შეხვედრა მასპინძლების დომინაციით დაიწყო და სიმართლე უნდა ითქვას რუსთაველებმა არაერთი ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს. მათ ამაში „რუსთაველთა“ ყოფილმა მეკარემ გოგი კულუამაც შეუშალა ხელი. რადგან მე-11 წუთზე პაატა კიტეიშვილს არ გაატანინა მეგრული გუნდის მეკარემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.

 

  ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს მარტვილელებმა, ირაკლი ჯანჯღავას პასის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებიდან არცთუ ისე ძლიერად, მაგრამ ზუსტად დაარტყა ლევან წოწონავამ და მერანი დაწინაურდა.

 

  83-ე წუთზე შეიკნე სილამ ითამაშა ოსტატურად და პირველი გოლის ავტორის პასით, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. სილას გოლმა თითქოს თამაშის ბედი გადაწყვიტა, თუმცა რუსთაველებმა ორ წუთში ისევ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა და თამაშში დაბრუნდნენ -1:2. აღნიშნულ ეპიზოდში ბოლო ფაზაში ლაშა ჩალაძეს შეეხო ბურთი და ავტოგოლი ჩაითვალა.

 

  დარჩენილ დროში მწვავედ უტევდა „რუსთავი“ მაგრამ ნომინალურ მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყოთ.

 

  ამ გამარჯვებით მერანმა სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია დაიბრუნა. ვარლამ კილასონიას გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს. 22 ოქტომბერს, ტურის ცენტრალურ მატჩში ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 27 57
სპაერი (თბილისი) 27 48
სამტრედია 27 45
მერანი (მარტვილი) 27 39
გარეჯი (საგარეჯო) 27 36
მერანი (თბილისი) 27 34
რუსთავი (რუსთავი) 27 23
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 27 21