ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის შეხვედრა „მერანმა“ საკუთარ არენაზე გამართა „სამტრედიას“ წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ.
„მერანმა“ პირველ ტაიმის საწყის 10 წუთში შექმნა 3 სახიფათო ეპიზოდი, თუმცა ამ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხა. საპასუხოდ, 33-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა ჭყონდიდელების კარში, მაგრამ მეგრული გუნდის კიპერმა ითამაშა შესანიშნავად, გოგი კულუამ გამოცდილ კორიფაძეს კუთხე გამოუცნო და მისი დარტყმა გაანეიტრალა.
„მერანი“ მეტოქეზე ზეწოლას აძლიერებდა და არაერთი ხელსაყრელი მომენტი შექმნა სტუმართა კართან, თუმცა, როგორც პირველ ნახევარში, მეორე ტაიმშიც კარგი კომბინაციების საბოლოო დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ მასპინძლები.
72- წუთზე კი ალოგიკური გოლი გავიდა. შეცვლაზე შესულ მელქისედეკ ცვალეს კარგი გადაცემა გაუკეთა კირკიტაძემ, იმერული გუნდის შემტევმა კი ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 0:1.
85-ე წუთზე მთელი გუნდით შეტევაში გადასულ ჭყონდიდელებს კონტრიერიში გამოეპარათ, რასაც მეორე პენალტი მოჰყვა მათ კარში. თერთმეტმეტრიანი დარტყმა სტუმართაგან ვარლამ კილასონიამ შეასრულა ზუსტად - 0:2.
90+2-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ცოტნე ფაცაციამ ითამაშა კარგად და ზუსტი დარტყმით თამაშში დააბრუნა „მერანი“ - 1:2, თუმცა ანგარიშის სხვაობის შემცირების შემდეგ მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად დრო არ ეყოთ და შეხვედრა „სამტრედიას“ გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
„მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს 9 ოქტომბერს თბილისში გამართავს „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ.
გარეჯი (საგარეჯო) | 4 | 10 | |
სპაერი (თბილისი) | 4 | 9 | |
დინამო 2 (თბილისი) | 4 | 9 | |
სიონი (ბოლნისი) | 4 | 9 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 4 | 5 | |
კოლხეთი (ხობი) | 4 | 5 | |
მერანი (თბილისი) | 4 | 3 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 4 | 3 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 4 | 1 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 4 | 1 |