1 2 3 4 5
საქართელოს თასი, „მერანს“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცოტა დააკლდა..

 

  საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალში „მერანს“ წილისყრის შედეგად საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა. ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, თბილისის „საბურთალოს“ თასზე და ზოგადად ჩემპიონატში დიდ რესურსთან ერთად დიდი გამოცდილება აქვს და მატჩი რომ საინტერესო იქნებოდა ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო.

 

  ჭყონდიდელების ამოცანა სწრაფმა გაშვებულმა გოლმა კიდევ უფრო გაართულა, მე-4 წუთზე თბილისური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, იური ტაბატაძემ გახსნა ანგარიში - 0:1.

 

  „მერანმა“ სწრაფადვე გაათანაბრა. გოლის გაშვებიდან 2 წუთში, ფლანგიდან კიჭი მელიავას მიერ მოზომილი და რაც მთავარია ზუსტი გადაცემის შემდეგ, აუღებელი თავური დარტყმით „მერანელთა“ მალელმა ლეგიონერმა, შეიკნე სილამ შანსი არ დაუტოვა მეგრელიშვილს - 1:1.

 

  სილას გოლმა ისედაც მოტივირებულად მოთამაშე „მერანელები“ კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დააყენა და მე-17 წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა „მურთაზ ხურცილავაზე“. ირაკლი ჯანჯღავას პასით, საჯარიმო ხაზიდან, მოჭრილი დარტყმით დათა წულაიამ „საბურთალოს“ ცხრიანში გაუშვა ბურთი - 2:1.

 

  მასპინძლებს პირველ ნახევარში შეეძლოთ უფრო სოლიდური ანგარიშით გასულიყვნენ შესვენებაზე, თუმცა ახლო მანძილიდან ლევან წოწონავამ ვერ გამოიყენა კარგი შანსი.

 

  მეორე ნახევარში, როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიშიდან გამომდინარე სტუმრები დაეუფლნენ უპირატესობას და 68-ე წუთზე გაათანაბრეს. შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა -2:2.

 

  მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სილას შეეძლო დუბლი გაეფორმებინა და მატჩის გმირი გამხდარიყო. აღნიშნულ ეპიზოდში კიჭი მელიავამ მალელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა „მერანის“ „ცხრიანმა“ მეგრელიშვილს ვერ აჯობა.

 

  მეოთხედფინალისტი დამატებით დროში გამოვლინდა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელი გოლი სტუმართაგან ლევან ნონიკაშვილმა მე-100 წუთზე გაიტანა.

 

  დარჩენილ დროში „მერანი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა.

 

  „მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ში  „ერთ ფრონტზე“ გადაერთვება, სადაც შემდეგ ტურში, 18 სექტემბერს თბილისში „სპაერს“ დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 19 41
მერანი (მარტვილი) 19 34
სპაერი (თბილისი) 19 32
მერანი (თბილისი) 19 30
სამტრედია 19 24
გარეჯი (საგარეჯო) 19 20
რუსთავი (რუსთავი) 19 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 12