1 2 3 4 5
„მერანმა“ ქობულეთში „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგო

 

 

      ჩინებული სტარტი აქვს ვარლამ კილასონიას მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 3 ოფიციალური მატჩი და სამი გამარჯვება. ჭყონდიდელებმა ჯერ საქართველოს თასზე დაამარცხეს სტუმრად „სამეგრელო“, შემდეგ კი ეროვნულ ლიგა 2-ში საკუთარ არენაზე „რუსთავს“, სტუმრად კი „ჩელე არენაზე“ „შუქურას“ სძლიეს და პირველ ადგილოსან გუნდთან 7 ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

 

  „ჩელე არენაზე“ მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო უშეღავათო და დაძაბული გამოდგა, ამას ისიც მოწმობს, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრს, გოგა კიკაჩეიშვილს 8 ჯერ მოუწია ფეხბურთელების გაფრთხილება ყვითელი ბარათით, რომელთა უმრავლესობა მასპინძლებმა მიიღეს (6).

 

  „მერანმა“ სტუმრის სტატუსის და ძლიერი მეტოქის მიუხედავად მეორე ნომრად არ აირჩია თამაში და ჭყონდიდელთა მწვავე იერიშებს პირველ ტაიმში მოჰყვა შედეგი. 35-ე წუთზე „მერანელების“ მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია პაპუნა ფონიავამ დააგვირგვინა გოლით, საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით - 0:1.

 

  პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში „მერანმა“ კიდევ ერთხელ „გაისროლა“, ამჯერად ლაშა ჩალაძე დაურტყა ლუკა ხარატიშვილს აუღებელი. ბურთი გვერდითა ძელს შეეხო და შემდეგ შევიდა კარში - 0:2.

 

  „შუქურა“ მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული გამოვიდა და 52-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ, მინიმუმამდე შემაცირა ანგარიშის სხვაობა - 1:2.

 

  დარჩენილ დროში გოცირიძის გაწრთვნილი გუნდი თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და „ექვსულიანთა“ კატეგორიის გამარჯვება გაიფორმა „მერანმა“.

 

  მარტვილელები  მომდევნო ტურის შეხვედრას 4 სექტემბერს მარტვილში გამართავენ, მეგრული გუნდის მეტოქე „გარეჯი“ იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 16 39
კოლხეთი 1913 (ფოთი) 16 28
კოლხეთი (ხობი) 16 27
სპაერი (თბილისი) 16 27
სიონი (ბოლნისი) 16 26
დინამო 2 (თბილისი) 16 25
მერანი (მარტვილი) 16 16
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 16 15
მერანი (თბილისი) 16 12
ლოკომოტივი (თბილისი) 16 9