თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება განახლდა. მარტვილის „მერანმა“ მე-19 ტურის შეხვედრა საშინაო არენაზე გამართა „რუსთავის“ წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში სადებიუტო იყო „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ჭყონდიდურ გუნდში ახლად დანიშნული ვარლამ კილასონიასთვის.
დებიუტი ვახსენეთ და ისიც უნდა ითქვას, რომ სადებიუტო მატჩი ჰქონდა „მერანის“ რიგებში თამაზ შარვაშიძეს, რომელიც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა მეორე ნახევარში მოედანზე.
საკადრო პრობლემებით შეხვდა „მერანი“ „რუსთავს“. სხვადასხვა მიზეზების გამო შეიკნე სილა, ნკოტო მასოაბი და ნიკოლოზ აფაქიძე ვერ დაეხმარნენ მეგრულ გუნდს ამ შეხვედრაში, სტუმრებს კი ერთ-ერთი ლიდერი, სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერი, ბანტუ მზვაკალი აკლდათ.
თამაში მასპინძლებისთვის მოულოდნელი სცენარით დაიწყო. მე-7 წუთზე ჯუმბერ ხმელიძემ ითამაშა ინდივიდუალურად კარგად, საბოლოოდ მეურვე მარტივად ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა - 0-1.
კილასონიას დამოძღვრილებმა მალე აღადგინეს წონასწორობა. მე-15 წუთზე პაპუნა ფონიავამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით გაათანაბრა. მე-18 წუთზე კი ზვიად სიხარულიამ დიდებული გოლით წინ გაიყვანა „მერანი“ – 2-1.
კონტრ-იერიშებზე რუსთაველები საკმაოდ სახიფათოდ თამაშობდნენ და ამან შედეგი გამოიღო, 33-ე წუთზე ამჯერად „რუსთავის“ სასარგებლოდ დაინიშნა პენალტი და სტუმართა გუნდის კაპიტანმა, პაატა კიტეიშვილმაც ზუსტად დაარტყა - 2-2.
მეორე ნახევარში „მერანი“ უფრო დიდი ძალებით უტევდა, „რუსთავს“ კი ეტყობოდა, რომ ფრეზე თანახმა იყო და თამაშის ტემპს აგდებდა. 86-ე წუთამდე გაძლო მეტოქემ, თუმცა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე პაპუნა ფონიავამ უძლიერესი ეფექტური დარტყმით „რუსთავის“ კარის ცხრიანში გაახვია ბურთი - 3-2.
ამ გამარჯვების შემდეგ, „მერანი“ კვლავ მეორე პოზიციაზეა ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში. ჭყონდიდელები მომდევნო ტურის მატჩს ქობულეთში გამართავენ. 28 აგვისტოს „მერანი“ „ჩელე არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება.
გარეჯი (საგარეჯო) | 15 | 38 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 15 | 28 | |
სიონი (ბოლნისი) | 15 | 26 | |
კოლხეთი (ხობი) | 15 | 26 | |
სპაერი (თბილისი) | 15 | 24 | |
დინამო 2 (თბილისი) | 15 | 22 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 15 | 15 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 15 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 15 | 11 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 15 | 6 |