1 2 3 4 5
"მერანი" საქართველოს თასის მერვედფინალშია

 

  საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში, მარტვილის "მერანმა" დამაჯერებელი თამაშით და ანგარიშით დაამარცხა სტუმრად ჩხოროწყუს "სამეგრელო" -  0-3.

 

  აღნიშნულ შეხვედრაში შედგა ვარლამ კილასონიას დებიუტი ჭყონდიდური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

 

სტუმრების დიდი უპირატესობის მიუხედავად, გოლები მეორე ნახევარში გავიდა. მარტვილელებმა ფაქტიურად, მეორე ტაიმის საწყის 10 წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. 

 

  47-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. 50-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ ორამდე გაზარდა ანგარიში. შეხვედრის საბოლოო შედეგი კი ლევან წოწონავამ დააფიქსირა ეფექტური დარტყმით.

 

  "მერანი" საქართველოს თასის მერვედფინალში თბილისის "საბურთალოს" დაუპირისირდება.

   ეს მატჩი მარტვილში, 14 სექტემბერს ჩატარდება.



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 19 41
მერანი (მარტვილი) 19 34
სპაერი (თბილისი) 19 32
მერანი (თბილისი) 19 30
სამტრედია 19 24
გარეჯი (საგარეჯო) 19 20
რუსთავი (რუსთავი) 19 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 12