1 2 3 4 5
„მერანს“ მორიგ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა: რუსთავი - მერანი 2:2

 

 

     ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის სასტარტო შეხვედრა მარტვილის „მერანმა“ სტუმრად გამართა. რუსთავში,  „ტექნიკური ცენტრის“ სტადიონზე ჭყონდიდელები გათამაშების აუტსაიდერს, „რუსთავს“ დაუპირისპირდნენ.

 

  ცოტნე მონიავას გაწრთვნილი გუნდი დანაკლისით ჩავიდა რუსთავში. „მერანელთა“ მთავარი მეგოლე, შეიკნე სილა დისკვალიფიკაციის გამო ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარა საკუთარ გუნდს. სხვადასხვა მიზეზებით მარტვილელთა განაცხადში არ იყვნენ ლევან წოწონავა და დავით ლომთაძე.

 

  თამაშის ხარისხზე თავისი კორექტივები შეიტანა ამინდმაც. ძლიერმა ქარმა და წვიმამ სტადიონზე არსებულ ტექნიკურ პრობლემებთან ერთად, მატჩის Live ტრანსლაციის განხორციელების საშუალებაც არ მოგვცა.

 

  რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მასპინძლები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ. „მერანის“ საჯარიმოში ქაოსური სიტუაციის შემდეგ, გურამ ყაველაშვილის პასით რუსთაველთა სამხრეთ აფრიკელმა ლეგიონერმა, ბანტუ მზაკვალმა გახსნა ანგარიში - 1:0.

 

  „მერანმა“ სწრაფადვე სცადა წონასწორობის აღდეგენა და კონტრ-იერიში გამოეპარა, მე-20 წუთზე პირველი გოლის ასისტმა, გურამ ყაველაშვილმა თავად გაიტანა - 2:0.

 

  პირველ ნახევარში თუ მეტ-ნაკლებად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში, მეორე ტაიმში მატჩის სადავეები „მერანმა“ იგდო ხელთ და მალე შეამცირა ანგარიშის სხვაობა. მატჩის განახლებიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა ლაშა ჩალაძის პასით, ახლო მანძილიდან ნკოტო მასოაბიმ გაიტანა - 2:1.

 

  59-ე წუთზე მასოაბიმ საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, მის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, ცოტნე ფაცაციამ დაარტყა ზუსტად საჯარიმოს მისადგომებიდან და მარცხენა კუთხეში გაუტანა ექს-მერანელ გოგი კულუას, რომელმაც დარჩენილ დროში არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდის კარი.

 

  წონასწორობის აღდგენის შემდეგ, „მერანს“ საკმაოდ დიდი დრო რჩებოდა მოსაგებად „გაეწია“ და მეგრული გუნდი უფრო მეტი მოტივაციით წავიდა წინ. რასაც რომ არა საფეხბურთო ფორტუნა და რუსთაველთა კიპერის დამაჯერებელი თამაში აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა გოლ(ებ)ი. სტუმრებმა ბოლო წუთებზე 3 ისეთი მომენტი შექმნეს, სადაც გოლი გარდაუვალი სჩანდა, მაგრამ ბოლო ფაზაში დააკლდათ სიზუსტე, მასოაბის უძლიერეს გასროლას კი კულუა გაუმკლავდა.

 

  საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩსაც სტუმრად გამართავს. ჭყონდიდელები 10 მაისს, საგარეჯოში ადგილობრივ „გარეჯს“ დაუპირისპირდებიან.

 

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 19 41
მერანი (მარტვილი) 19 34
სპაერი (თბილისი) 19 32
მერანი (თბილისი) 19 30
სამტრედია 19 24
გარეჯი (საგარეჯო) 19 20
რუსთავი (რუსთავი) 19 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19 12