1 2 3 4 5
ზედიზედ მესამე ქამბექი: „მერანმა“ „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგო და გალიდერდა

 

 

    ლამაზი გოლები, სანახაობრივი თამაში და გულიანი ქომაგობა ორივე გუნდის გულშემატკივრებისგან, მოკლედ „ჩელე არენაზე“ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მონაწილეობით საინტერესო მატჩი შედგა.

 

  სტუმრებს „შუქურასთან“ მატჩში ტრავმების გამო ბექა ბიბილაშვილი და ლაშა ჯღამაია ვერ ეხმარებოდნენ. ერთი თამაშით დისკვალიფიცირებული იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ცოტნე მონიავა, რომელმაც როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა შესანიშნავად მოამზადა გუნდი უშუალო კონკურენტთან სათამაშოდ და მისი მითითებით განხორციელებულმა ცვლილებებმაც გაამართლა.

 

  მატჩი კი მაღალ ტემპში დაიწყო და 39-ე წუთზე სტუმრებმა ეფექტური გოლით გახსნეს ანგარიში. მერანის საჯარიმოში, კუთხურის ალამიდან გიორგი ჯანელიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ზურაბ მუსელიანმა ფეხით, ერთი შეხებით შეუცვალა მიმართულება და აუღებელი დარტყმით დააწინაურა „შუქურა“ - 1:0.

 

  ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს „მერანის“ ფეხბურთელებზე დიდად არ შეუცვლია განწყობა, რადგან წინა ორი მატჩისგან მიღებული გამოცდილებით მათ სჯეროდათ, რომ ამ თამაშის გადარჩენაც შეიძლებოდა და მეორე ნახევარში გაორმაგებული მოტივაციით და ძალებით შეუტიეს მეტოქეს, რა დროსაც ორი საკმაოდ მწვავე კონტრ-იერიში გამოეპარათ, თუმცა ახალგაზრდა კიპერი ლაშა გორდულავა უშეცდომო იყო. პირველ ეპიზოდში მან საფირმო სეივით გაანეიტრალა მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი, მეორე შემთხვევაში კი ფეხით მოიგერია.

 

  მანამდე კი კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა „ჩელე არენაზე“. 57-ე წუთზე მერანის „ასისტების მასტერმა“ ცოტნე ფაცაციამ (მერანის ათიანის მონაგარში 7 მატჩში 5 საგოლე პასია) შესანიშნავად ჩააწოდა "შუქურას" საჯარიმოში, იქ კი ჭყონდიდელთა მცველმა, ნიკოლოზ აფაქიძემ აჯობა ყველას და აუღებელი თავური დარტყმით ამ მატჩში პირველი, მიმდინარე სეზონში კი მეორე გოლი გაიტანა -1:1.

 

  სტატუსკოს აღდგენის შემდეგ, „მერანს“ ანგარიშის შენარჩუნებაზე არც უფიქრია და ეს შეცვლებმაც დაადასტურა, 69-ე წუთზე მეორე ფორვარდი, ნკოტო მასოაბი შევიდა მოედანზე და სილასთან ერთად კიდევ უფრო გააძლიერა ჭყონდიდელთა თავდასხმის ხაზი. ლესოთოელ ფორვარდს თამაშში ჩართვიდან 5 წუთი ეყო გოლის გასატანად. 74-ე წუთზე სილამ ითამაშა გენიალურად. „მერანის“ მალელმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში ლამის მთელი დაცვის ხაზი ჩამოიშორა და მასოაბი გაიყვანა კარგ პოზიციაზე - 1-2.

 

  მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა სილამ. კონტრ-იერიშზე, კიჭი მელიავას კარგი პასის შემდეგ, მას მხოლოდ ერთი მეურვე უშლიდა ხელს სასურველი მიზნის მისაღწევად, მეტოქე გუნდის მცველის მოტყუება არ გასჭირვებია სილას და ცაციათი, მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა ხარატიშვილს - 1:3.

 

  აღნიშნული მატჩი „ექვსქულიანთა“ კატეგორიის იყო. „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით უშუალო კონკურენტს ორი ქულით გადაასწრო და პირველ ადგილზე აინაცვლა. ჭყონდიდელები მომდევნო ტურის შეხვედრას საკუთარ სტადიონზე გამართავენ. 21 აპრილს „მერანი“ თბილისის „სპაერს“ უმასპინძლებს.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 12 27
მერანი (მარტვილი) 12 26
მერანი (თბილისი) 12 20
სპაერი (თბილისი) 12 17
სამტრედია 12 16
დინამო (ზუგდიდი) 12 15
შევარდენი (თბილისი) 12 13
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 12 12
რუსთავი (რუსთავი) 12 11
გარეჯი (საგარეჯო) 12 9