1 2 3 4 5
კაცნაკლული მერანის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება

 

 

      საინტერესო და დაძაბული გამოდგა ვიტ ჯორჯია - მერანის მატჩი, რომელიც გლდანის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე ჩატარდა.

 

 მეგრული გუნდი საკადრო პრობლემებით ჩავიდა თბილისში. პაპუნა ფონიავამ წინა ტურის მსგავსად, ეს შეხვედრაც გამოტოვა ტრავმის გამო. განაცხადში არ იყვნენ ლევან წოწონავა და ზვიად ქანთარიაც, რომლებსაც ასევე მიკრო ტრავმები აწუხებთ.

 

 შეხვედრა სტუმრებისთვის მოულოდნელი სცენარით დაიწყო, მე-6 წუთზე სწრაფი გოლი მიიღეს მერანელებმა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე შოთა ავლოხაშვილმა ითამაშა ზუსტად -1:0.

 

 მერანი სწრაფმა გოლმა არ დააბნია და ჭყონდიდელებმა მალე გაათანაბრეს. მე-14 წუთზე დავით ლომთაძემ ვეტერინარების საჯარიმო მისადგომებიდან არცთუ ისე ძლიერად, თუმცა ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა -1:1.

 

 მეორე ტაიმის დაწყებიდან 13 წუთში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა მერანი. ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გუნდის კაპიტანმა, კიჭი მელიავამ დროზე ადრე დატოვა მოედანი და ამოცანა მერანელებს თბილისიდან 3 ქულა წაეღოთ,  კიდევ უფრო გართულდა, თუმცა მარტვილელთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ კაცნაკლულ მერანს არც კი უფიქრია ანგარიშის შენარჩუნებაზე და მოწინააღმდეგესთან ფრეზე დაზავებაზე და მთელი დარჩენილი დრო მწვავედ უტევდა მეტოქეს. სახიფათო იყო ვიტელების კონტრიერიშებიც, რომლებსაც ერთ ეპიზოდში განსაკუთრებით მართებდათ გოლის გატანა, თუმცა იქ ჯერ ჭყონდიდელთა მეკარემ ითამაშა პოზიციურად სწორად, შემდეგ კი მცველებმა განმუხტეს სიტუაცია.

 

 მატჩის კომპენსირებული 90+2 წუთი იყო როცა ცოტნე მონიავას გაწრთვნილი გუნდის ერთ-ერთი მწვავე იერიშის დროს მასპინძლების მეკარემ უკუაგდო ბურთი, მაგრამ სააჭირო დროს, საჭირო ადილას გაჩნდა შეიკნე სილა, რომელმაც ამ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა და მერანს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

 

 მერანი მორიგ (გადადებულ) მატჩს 6 აპრილს მარტვილში გამართავს. მეტოქე თბილისის შევარდენი 1906 იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
შუქურა (ქობულეთი) 12 27
მერანი (მარტვილი) 12 26
მერანი (თბილისი) 12 20
სპაერი (თბილისი) 12 17
სამტრედია 12 16
დინამო (ზუგდიდი) 12 15
შევარდენი (თბილისი) 12 13
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 12 12
რუსთავი (რუსთავი) 12 11
გარეჯი (საგარეჯო) 12 9