1 2 3 4 5
პლეი-ოფის გზა: ჟინიანი თამაში და დამსახურებული გამარჯვება

 

 

    მარტვილის „მერანი“  სასიამოვნოდ აოცებს თავის ერთგულ გულშემატკივარს, გუნდმა ჯერ პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა და ასეთ გამოცდილ მოწინააღმდეგეს თამაშითაც აჯობა და რაც მთავარია პირველი საპლეი-ოფო დაპირისპირებისთვის კარგი ანგარიშით (2:0) დაამარცხა მეტოქე.

 

 8 დეკემბერს, „მურთაზ ხურცილავაზე“ ბევრი ქომაგი მოვიდა, მათ საამისო მიზეზი ჰქონდათ. რეგულაციების გათვალისწინებით სტადიონის ტევადობის 33% იყო დაშვებული, თუმცა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზეც საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბა საინტერესო მატჩის მოლოდინით.

 

 ცოტნე მონიავას გაწრთვნილებს საწყისი წუთებიდანვე ეტყობოდათ განსაკუთრებული ჟინი და მოტივაცია, ეროვნულ ლიგაში დაბრუნების წყურვილი და მონდომება.

 

 მასპინძლების მხრიდან სახიფათო იერიშებმა შედეგი მალე გამოიღო და ჭყონდიდელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს. მე-13 წუთზე „მერანის“ მე-13 ნომერმა და გუნდის კაპიტანმა კიჭი მელიავამ, გრძელი გადაცემით შეიკნე სილა გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მართალია ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონის თანაბობმარდირს ორი მცველი უშლიდა ხელს, თუმცა ორთაბრძოლებში სილა საუკეთესოა, რაშიც მას ფიზიკური მონაცემებიც უწყობს ხელს და როგორც კი დაუსხტლდა მცველებს მალელი, არცთუ ისე ძლიერად, მაგრამ ზუსტად მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაურტყა შოვნაძეს და „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენა სიხარულის ემოციებისგან დაინგრა - 1:0.

 

 გოლის გაშვების შემდეგ „ქუთათურები“ დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში და საკმაოდ სახიფათოდაც შეუტიეს „მერანის“ კარს, თუმცა 8 დეკემბერს უბრალოდ უბადლო იყო გიორგი ბეგაშვილი. „მერანის“ გამოცდილმა კიპერმა არაერთხელ ისხნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან.

 

 დაწინაურების მიუხედავად, „მერანმა“ იცოდა რომ წინ განმეორებითი მატჩი ელოდებოდა და ჭყონდიდელები  იგივე შემართებით აგრძელებდნენ შეტევებს, როგორც თამაშის დებიუტში და 35-ე წუთზე უფრო სოლიდური გახადეს ანგარიში - 2:0.

 

 34-ე წუთზე ბაქარ ლაღაძემ ითამაშა ჩინებულად და მისი იდეალური გადაცემით კიდევ ერთხელ გავიდა სილა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც წამებში დაასწრო „ტორპედოს“ კიპერს და პენალტი გამოსტყუა.

 

 თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად გუნდის თავი, კიჭი მელიავა მივიდა. პირველ ცდაზე შოვნაძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე მელიავამ იყოჩაღა და მეგრულმა გუნდმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

 

 მეორე ნახევარში ცოტნე მონიავამ ტაქტიკურ გადაადგილებებს მიმართა, რამდენიმე ცვლილებაც განახორციელა და ანგარიშიდან გამომდნარე უფრო პოზიციურ შეტევაზე გადაიყვანა გუნდი.

 

 მე-80 წუთზე შეცვლაზე შემოსულ დათა წულაიას ოდნავ რომ გამართლებოდა საფეხბურთო ფორტუნა, მესამე გოლს გაიტანდა „მერანი“, თუმცა უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი ძელმა აისხლიტა.

 

 ძალიან სახიფათი ეპიზოდი შექმნეს თამაშის მიწურულს სტუმრებმაც, თუმცა ამ ეპიზოდშიც შესანიშნავი იყო ბეგაშვილი, მან როგორც იტყვიან „მკვდარი“ ბურთი მიგერია, შემდეგ ძელს მოხვდა ბურთი, საბოლოოდ კი მცველემა განმუხტეს სიტუაცია.

 

 ამრიგად, „მერანმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და დიდი ნაბიჯი გადადგა ეროვნული ლიგისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მთავარი „ფინალი“ 12 დეკემბერს გაიმართება. პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა ქუთაისში 12 დეკემბერს ჩატარდება და იქ „მერანისთვის“ მატჩის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, ჭყონდიდური გუნდი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
მერანი (მარტვილი) 36 64
შუქურა (ქობულეთი) 36 81
სამტრედია 36 75
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
სპაერი (თბილისი) 36 10