მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის „მერანმა“ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური. ცოტნე მონიავას გაწრთვნილი გუნდი ტრადიციულად, პროფესიონალურად უდგება საქმეს და ნებისმიერ თამაშზე საბრძოლო განწყობით გამოდის.
დღეს, „მერანელები“ საკუთარ არენაზე „გარეჯს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გამარჯვების გოლი შეხვედრის 33-ე წუთზე სტუმართა კარში შეიკნე სილამ გაიტანა. ეს მალელისთვის მე-20 გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.
სატურნირო ცხრილში ზედა საფეხურებზე თითქმის ყველაფერი გარკვეულია, რასაც ვერ ვიტყვით ბომბარდირის გამოვლენაზე, რადგან საინტერესო მარათონი მიმდინარეობს ბომბარდირთა შორის. 34-ტურის თავზე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ერთბაშად სამი გუნდის წარმომადგენელს შეკნე სილა (მერანი), თამაზ მაქაცარია (გაგრა), დათა სიჭინავა (სიონი) დაუგროვდა 20-20 გოლი.
ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. „მერანი“ ბოლოს წინა ტურის შეხვედრასაც სახლში გამართავს. ჩვენი გუნდი 27 ნოემბერს „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს.
შუქურა (ქობულეთი) | 12 | 27 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 12 | 26 |
მერანი (თბილისი) | 12 | 20 | |
სპაერი (თბილისი) | 12 | 17 | |
სამტრედია | 12 | 16 | |
დინამო (ზუგდიდი) | 12 | 15 | |
შევარდენი (თბილისი) | 12 | 13 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 12 | 12 | |
რუსთავი (რუსთავი) | 12 | 11 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 12 | 9 |