1 2 3 4 5
„მერანმა“ მეგრული დერბი მოიგო და პლეი-ოფს მიუახლოვდა

 

 ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი კალენდარული მატჩი გამართა მარტვილის „მერანმა“.

 

 ცოტნე მონიავას გაწრთვნილი გუნდი, რომელიც ჩემპიონატში სტაბილური თამაშით გამოირჩევა, „რუსთავთან“ გამარჯვების შემდეგ, განმუხურს ესტუმრა და „დინამო ზუგდიდს“ დაუპირისპირდა.

 

 მეგრული დერბი საინტერესოდ წარიმართა და მიუხედავად ანგარიშისა, მასპინძლებსაც არაერთი შანსი ჰქონდათ გოლის გატანის.

 

  ანგარიში კი ნიკოლოზ ხარაბაძემ გახსნა.

 

 სტანდარტულიდან დავით ლომთაძის მიერ მოწოდებულ ბურთზე „მერანის“ ცენტრალურმა მცველმა საჰაერო ორთაბრძოლაში ყველას აჯობა და აუღებელი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა - 0:1.

 

 ტაიმის მიწურულს კიდევ ერთხელ გაიტანა „მერანმა“. თუ პირველი გოლის დროს ასისტობა ითავა დავით ლომთაძემ, მეორე თავად გაიტანა.  ლომთაძემ 44-ე წუთზე ზვიად ქანთარიას პასით მიიღო ბურთი „დინამოს“ საჯარიმოსთან და ცაციათი მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა „ექს-მერანელ“ ანდრე ნონოსს - 0:2.

 

 შეცვლაზე შესულმა ბაქარ ლაღაძემ კი მატჩს საბოლოო წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე დაუსვა. აღნიშნულ ეპიზოდში, ირაკლი ჯანჯღავას მიერ წამოწყებული იერიში ნკოტო მასოაბიმ გააგრძელა, მისი პასის შემდეგ კი ლაღაძემ მოჭრილი დარტყმით მესამე ბურთი გაიტანა „დინამო ზუგდიდის“ კარში - 0:3.

 

 ამ გამარჯვებით „მერანმა“ კიდევ უფრო განიმტკიცა მესამე ადგილი სატურნირო ცხრილში. ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 5 ტური დარჩა. ჭყონდიდური გუნდი მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს. 31 ოქტომბერს „მერანის“ მეტოქე თბილისი „შევარდენი 1906“ იქნება.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 36 81
გაგრა (გაგრა) 36 75
მერანი (მარტვილი) 36 64
გარეჯი (საგარეჯო) 36 50
მერანი (თბილისი) 36 47
შევარდენი (თბილისი) 36 46
დინამო (ზუგდიდი) 36 46
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 36 45
რუსთავი (რუსთავი) 36 39
ჩიხურა (საჩხერე) 36 10