1 2 3 4 5
„მერანმა“ ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა: „მერანი“ – „გაგრა“ 1:0

 

  

  ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრე მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო მარტვილის „მერანმა“. ჭყონდიდელებმა მარტვილში (ამ მატჩამდე) სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს - „გაგრას“ უმასპინძლეს 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

 

 „მურთაზ ხურცილავაზე“ გუნდებმა მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და შეხვედრა საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. „მერანი“-ს მკაცრი „პრესინგის“ და შემტევი ფეხბურთიდან გამომდინარე, „გაგრამ“ მეორე ნომრად არჩია თამაში და უფრო კონტრ-იერიშებზე ცდილობდა თამაშის აწყობას.

 

 „მერანელების“ იერიშები კი საკმაოდ სახიფათო იყო და ერთ ეპიზოდში მეგრული გუნდის მთავარ მეგოლეს, შეიკნე სილას ცოტა დააკლდა ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაეტანა ეროვნულ ლიგა 2-ში და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურებულიყო.

 

 მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში მარტვილელთა ახალგაზრდა მწვრთნელმა - ცოტნე მონიავამ ცვლილებებს მიმართა და პირველივე შეცვლა გამოიცნო.. შეცვლაზე შესული დათა წულაია აქტიურად ჩაერთო თამაშში და მოედანზე შესვლიდან ზუსტად 10 წუთში გაამართლა მწვრთნელის მოლოდინი, რადგან მის მიერ გატანილმა გოლმა „მერანს“ ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოუტანა.

 

  გოლი კი ლამაზი კომბინაციის შედეგად გავიდა „გაგრა“-ს კარში. 66-ე წუთზე სტუმართა კიპერმა კერესელიძემ შეიყავანა ბურთი თამაშში, რა დროსაც საჰაერო ორთაბრძოლა ბექა ბიბილაშვილმა მოიგო და შეტევა წამოიწყო, შემდეგ სილამ დაუტოვა ბურთი სიხარულიას, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელმა კი ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა დათა წულაია.  „მერანი“-ს ნახევარმცველმაც არ დააყოვნა და კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა -1:0.

 

 დარჩენილ დროში „გაგრა“ გააქტიურდა და თამაშის გადარჩენა სცადა, თუმცა „მერანის“ კიპერი გიორგი ბეგაშვილი და დაცვის ხაზი უშეცდომოდ მოქმედებდა და საბოლოოდ შეხვედრა ცოტნე მონიავას გუნდის დამსახურებული გამარჯვებით -1:0 დასრულდა.

 

 29-ე ტურამდე სანაკრებო პაუზა იქნება და მცირედით შეისვენებენ გუნდები. მომდევნო ტური 14 ოქტომბერს გაიმართება, თბილისში ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „მერანი“ იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 30 66
გაგრა (გაგრა) 30 65
მერანი (მარტვილი) 30 52
გარეჯი (საგარეჯო) 30 46
მერანი (თბილისი) 30 42
შევარდენი (თბილისი) 30 37
დინამო (ზუგდიდი) 30 36
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 30 34
რუსთავი (რუსთავი) 30 30
ჩიხურა (საჩხერე) 30 9