1 2 3 4 5
„მერანმა“ მესამე წრე გამარჯვებით და მესამე პოზიციით დაასრულა

 

 

    ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 1 წრე დარჩა. „მერანმა“ მესამე წრის ბოლო შეხვედრა საჩხერის „ჩიხურა“-ს წინაღმდეგ გამართა და როგორც მოსალოდნელი იყო, დამაჯერებელი თამაშით და ანგარიშით (3:1) დაამარცხა მეტოქე.

 

 მეგრული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ აღნიშნულ მატჩში შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მისცა დასვენების საშუალება.

 

 ანგარიში 25-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ გახსნა. მელიავას წამოწყებული შეტევა შეიკნე სილამ გააგრძელა და სწორედ მალელის საგოლე გადაცემის შემდეგ დაარტყა ზუსტად სიხარულიამ, რომლისთვისაც ეს მე-9 გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

 

 53-ე წუთზე პირველი გოლის ასისტმა თავად გაიტანა, ბაქარ ლაღაძის კარგი პასის შემდეგ, „მერანელთა“ მთავარი მეგოლე, მეტოქე გუნდის საჯარიმოში მცველებს მარტივად გაუმკლავდა და აუღებელი დაურტყა იმერელთა კიპერს - 2:0. ეს შეიკნე სილასთვის მე-16 გოლი იყო მიმდინარე სეზონში და ის ამ გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზე მყოფ თამაზ მაქაცარიას გაუთანაბრდა. ორივე ფეხბურთელს 16-16 გოლი აქვთ აქტივში.

 

 65-ე წუთზე, სტუმართაგან, ზურაბ სადაღაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა.

 

 მე-80 წუთზე კი სილას პასის შემდეგ, ბაქარ ლაღაძემ ჩვეულ სტილში ითამაშა ტექნიკურად და საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.

 

 „ჩიხურასთან“ გამარჯვების შემდეგ, „მერანი“ სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე პოზიციაზე რჩება და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 წრის პირველ მატჩს გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, „გაგრა“-ს წინააღმდეგ გამართავს. „მერანი“ – „გაგრა“-ს შეხვედრა მარტვილში, „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის სტადიონზე, 3 ოქტომბერს 15:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 30 66
გაგრა (გაგრა) 30 65
მერანი (მარტვილი) 30 52
გარეჯი (საგარეჯო) 30 46
მერანი (თბილისი) 30 42
შევარდენი (თბილისი) 30 37
დინამო (ზუგდიდი) 30 36
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 30 34
რუსთავი (რუსთავი) 30 30
ჩიხურა (საჩხერე) 30 9