1 2 3 4 5
ფრე „ვიტ ჯორჯიასთან“: „ვიტ ჯორჯია“ – „მერანი“ 1:1

 

 

  მარტვილის „მერანმა“ 26-ე ტურის შეხვედრა თბილისში, „გლდანის საფეხბურთო ცენტრი“-ს სახელობის სტადიონზე გამართა.

 

 მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში სტუმარი გუნდი თამაშობდა პირველ ნომრად და მწვავედ უტევდა, ანგარიში „ვეტერინარებმა“ გახსნეს. მე-8 წუთზე გიორგი ტყემალაძის პასით ლუკა ჯანაშიამ დაარტყა ზუსტად - 1:0.

 

 მე-40 წუთზე ზვიად სიხარულიამ გაათანაბრა ანგარიში. ნომინალური მასპინძლების არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ, ზვიად ქანთარიამ ითამაშა კარგად და თავისი სეხნია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, „მერანის“ „რვიანი“ კი ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

 

 მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით უფრო „მშვიდი“ გამოდგა და გუნდები პოზიციურად უტევდნენ, არც ანგარიში შეცვლილა და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

 

 „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩს საკუთარ არენაზე გამართავს. ჭყონდიდელები 28 სექტემბერს საჩხერის „ჩიხურას“ დაუხვდებიან. შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 30 66
გაგრა (გაგრა) 30 65
მერანი (მარტვილი) 30 52
გარეჯი (საგარეჯო) 30 46
მერანი (თბილისი) 30 42
შევარდენი (თბილისი) 30 37
დინამო (ზუგდიდი) 30 36
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 30 34
რუსთავი (რუსთავი) 30 30
ჩიხურა (საჩხერე) 30 9