1 2 3 4 5
„მერანი“ უშუალო კონკურენტთან დამარცხდა: „გარეჯი“ – „მერანი“ 3:2

 

 

      19 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტური მარტვილის „მერანმა“ საგარეჯოში გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ადგილობრივი „გარეჯი“ იყო.

 

 ჭყონდიდელები დიდი დანაკლისით ჩავიდნენ უშუალო კონკურენტთან, რადგან „მერანელთა“ კაპიტანი - კიჭი მელიავა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს, კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი, ზვიად სიხარულია კი ტრავმის გამო არ მოხვდა სტუმართა განაცხადში. დისკვალიფიცირებული გახლდათ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ცოტნე მონიავაც.

 

 მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის მიწურულს მარტვილელები დაწინაურდნენ. 43-ე წუთზე კონტრ-იერიშზე ზვიად ქანთარიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა ცრუ მოძრაობით და საბოლოოდ იდეალური გადაცემით შეიკნე სილა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ. მალელ ლეგიონერს ბეზკროვნის მოტყუება არ გასჭირვებია და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 0:1.

 

 სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, მასპინძლების კარნახით მიდიოდა თამაში და გაშვებული გოლის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ თენგიზ კობიაშვილის გაწრთვნილები.

 

 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა „მერანი“-ს კარში. სტანდარტი ზუსტად გარეჯელთა კაპიტანმა, ნიკოლოზ ნოზაძემ შეასრულა - 1:1.

 

 73-ე წუთზე „ექს-მერანელმა“ ვაჟა ქიქავამ წინ გაიყვანა „გარეჯი“. 77-ე წუთზე კი კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა მთავარმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა, ამჯერად მასპინძელთა კარში. პენალტი სილამ დაარტყა ზუსტად, წონასწორობა აღადგინა (2-2), საკუთარ აქტივში კი მე-15 გოლი ჩაიწერა მიმდინარე სეზონში.

 

 სამწუხაროდ, „მერანელემა“ ანგარიშის შენარჩუნება ვერ შესძლეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+1-წუთზე, გიორგი ხარებაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა „მერანი“-ს კარში - 3:2.

 

 „მერანი“ მომდევნო ტურის მატჩსაც სტუმრად გამართავს, მარტვილელები 23 სექტემბერს თბილისში „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 30 66
გაგრა (გაგრა) 30 65
მერანი (მარტვილი) 30 52
გარეჯი (საგარეჯო) 30 46
მერანი (თბილისი) 30 42
შევარდენი (თბილისი) 30 37
დინამო (ზუგდიდი) 30 36
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 30 34
რუსთავი (რუსთავი) 30 30
ჩიხურა (საჩხერე) 30 9