1 2 3 4 5
„მერანმა“ გათამაშების ლიდერს ქულა ბოლო წუთზე აართვა: „გაგრა“ VS „მერანი“ 1:1

 

            ეროვნულ ლიგა 2-ში ცოტნე მონიავას გუნდმა წაუგებელი თამაშების სერია 9 მატჩამდე (!) გაზარდა. სწორედ „გაგრასთან“ დამარცხდა 9 ტურის წინ „მერანი“ საკუთარ კედლებში..

 

 ზოგადად, ბოლო ხანებში ჭყონდიდური გუნდისთვის „გაგრა“ უხერხულ მეტოქედ იქცა, ამ სეზონში, ჩემპიონატში და თასზე სამჯერ გადაიკვეთა ამ გუნდების გზები და სამივე შემთხვევაში „გაგრელებმა“ იმარჯვეს..

 

 აქიდან გამომდინარე, მარტვილის „მერანი“ გაორმაგებული მოტივაციით ჩავიდა თბილისში და თბილისის ზღვის ბაზაზე საინტერესო, დაძაბული მატჩი იხილა გულშემატკივარმა ორი კარგი გუნდის მონაწილეობით.

 

 პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მასპინძლები დომინირებდნენ და ანგარიშიც მათ გახსნეს.

 

 81-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე „მერანელთა“ საჯარიმოში თავით ყველას ლუკა ნოზაძემ აჯობა და „გაგრა“ დააწინაურა -1:1, აღნიშნულ ეპიზოდში ლაშა გორდულავა უძლური იყო, მთლიანობაში კი „მერანის“ ახალგაზრდა კიპერი დამაჯერებლად იცავდა კარს და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა თავისი გუნდის რიგებში.

 

 სტუმრებს უმნიშვნელოვანესი ქულა ბოლო წუთზე ზვიად სიხარულიას მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა. გოლი კი გააზრებულ კომბინაციას მოჰყვა, შეტევის დასკვნით ფაზაში მარტვილელთა კაპიტანს, კიჭი მელიავას მიუვიდა ბურთი, რომლის კარგი გადაცემის შემდეგ, ზვიად სიხარულიამ ერთი შეხებით,  ეფექტური დარტყმით შანსი არ დაუტოვა კერესელიძეს - 1:1. ზვიად სიხარულიასთვის  ეს ბოლო 3 შეხვედრაში მეოთხე გოლი გახლდათ, მთლიანობაში კი „მერანელთა“ ნახევრანცველს მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

 

 „მერანი“ „დიდ შესვენებამდე“ კიდევ ერთ მატჩს გამართავს. 5 ივლისს, „მურთაზ ხურცილავა“-ს სახელობის არენა ორი „მერანის“ დაპირისპირებას უმასპინძლებს, რადგან მე-20 ტურში ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „მერანი“ იქნება.

 

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6