1 2 3 4 5
ზედიზედ მესამე გამარჯვება, „მერანი“ წინ მიიწევს!

 

   8 მატჩია მარტვილის „მერანი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში წაუგებლად ასპარეზობს.

 

  ცოტნე მონიავას გუნდმა კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად საჩხერეში მოიპოვა.

 

  .. არადა, მატჩი სტუმრებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ „ჩიხურა“ რამდენიმე ტურია ახალგაზრდული შემადგენლობითაა და კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს, საჩხერეს გუნდი ნამდვილად შესაქებია იმ წინააღმდეგობისთვის, რაც გაუწია „მერანს“ „ივანწმინდაზე“.

 

  შეხვედრის სტარტზე, მე-7 წუთზე სტანდარტულიდან დაწინაურდნენ მასპინძლები. ნიკა კაპანაძის მიერ საჯარიმოს გარედან ჩაწოდებულ ბურთზე ავთო ცარციძე იყო პირველი, მისი თავური დარტყმა კი ზუსტი აღმოჩნდა -1:0.

 

  ჭყონდიდელებს პირველივე ნახევარში შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება ვაკო გოგოლიძემ ითავა, თუმცა საჩხერელთა კიპერს ვერ აჯობა.

 

  მეორე ნახევარში „მერანელთა“ დამრიგებელმა, ცოტნე მონიავამ როტაციას მიმართა და ამან შედეგიც გამოიღო, სწოედ შეცვლაზე შემოსული დავით ლომთაძის საგოლე გადაცემით გაათანაბრა ანგარიში ზვიად სიხარულიამ, „მერანის“ გამთამაშებელმა თავით აუღებელი დაურტყმა კაპანაძეს - 1:1.

 

  სიხარულიამ 10 წუთში კიდევ ერთხელ გაახარა „მერანის“ ქომაგები, რომლებიც აქტიურად ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. 69-ე წუთზე ჭყონდიდელთა „რვიანმა“ ინდივიდუალურად ითამაშა კარგად, ბაქარ ლაღაძის პასის შემდეგ, ერთი მეტოქე მარტივად ჩამოიცილა და მისგან მარჯვენა, დაბალ კუთხეში გაუტანა „ჩიხურას“ -2:1.

 

  მეორე გოლმა „ჩიხურა“ „გატეხა“, თან ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებმაც დიდი ენერგია დახარჯეს პირველ ნახევარში, დაღლაც დაეტყოთ და „მერანს“ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო დაესრულებინა მატჩი, თუმცა დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.

 

  ამრიგად, „მერანმა“ მეორე წრე გამარჯვებით და 33 ქულით დაასრულა.

 

  ჩვენი გუნდი მესამე წრის სასტარტო მატჩს 27 ივნისს თბილისში, „გაგრას” წინააღმდეგ გამართ



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6