1 2 3 4 5
მერანმა უახლოესი მდევარი დაამარცხა: მერანი - გარეჯი 3:1

   

         13 ივნისს, საინტერესო, დაძაბული მატჩი იხილა „მურთაზ ხურცილავაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურში მარტვილის მერანმა საფეხბურთო კლუბ გარეჯს უმასპინძლა.

 

ჭყონდიდელთა გუნდი კვლავ დანაკლისით იყო, თუმცა წინა ტურთან შედარებით, მერანს გარეჯთან შეიკნე სილა, დათა წულაია და ნიკა ხარაბაძე დაუბრუნდნენ.

 

აღნიშნულ შეხვედრაში „მერანელებმა“ სწრაფი გოლი გიტანეს. მე-12 წუთზე ვაკო გოგოლიძის მიერ გარეჯის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ზვიად ქანთარიამ თავით გადაგზავნა მეტოქე გუნდის კარში, ბურთი ისეთი ტრაექტორიით წავიდა, რომ ბეზკროვნი უძლური იყო - 1:0.

 

მარტვილელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა ზვიად სიხარულიას კარგი პოზიციიდან ცოტა დააკლდა მიზანში მოეხვედრა, ახლო მანძილიდან ნიკა ხარაბაძის თავური დარტყმა კი სტუმართა კიპერმა გაანეიტრალა.

 

თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, შეცვლაზე შემოსულმა, გარეჯის ტანმაღალმა ფორვარდმა გიორგი ტყეშელაშვილმა ხარებაშვილის კარგი პასის შემდეგ წონასწორობა აღადგინა.

 

ცოტნე მონიავას გუნდისთვის ფრე მისაღები შედეგი არ გახლდათ, მითუმეტეს, როცა მათ მე-12 წუთიდან მიჰყავდათ ანგარიში და დარჩენილ დროში დიდი ძალებით გადაერთვნენ შეტევაში, რამაც შედეგი გამოიღო, ჯერ ლაშა ჯღამაიამ გაიტანა თავით დიდებული გოლი 86-ე წუთზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ 90+5 წუთზე კი თამაშის გადასარჩენად გარეჯის მეკარეც ჩაერთო წინ თამაშში და კონტრიერიშზე ორი ასისტის ავტორმა ვაკო გოგოლიძემ შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა ცარიელ კარში და საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

 

მერანი კვლავ მესამე პოზიციაზეა 27 ქულით. ჩვენი გუნდი მომდევნო ტურის შეხვედრას 18 მარტვილში გამართავს ამჯერად თბილისის ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ.



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 26 59
გაგრა (გაგრა) 26 58
მერანი (მარტვილი) 26 43
გარეჯი (საგარეჯო) 26 42
მერანი (თბილისი) 26 38
დინამო (ზუგდიდი) 26 29
შევარდენი (თბილისი) 25 28
რუსთავი (რუსთავი) 26 27
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 27
ჩიხურა (საჩხერე) 25 6