1 2 3 4 5
მერანი ლიდერთან დამარცხდა: მერანი 1:2 სიონი

 

 

   ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, პირველი საშინაო მარცხი იწვნია მარტვილის მერანმა გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ბოლნისის სიონთან.

 

მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის  გათამაშების სატურნირო ცხრილში პირველ და მეორე პოზიციაზე მყოფი  გუნდების დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანდემიით გამოწვეული რეგულაციის გამო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, გულშემატკივარი ტრიბუნას დაუბრუნდა.

 

  მერანი სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე-10 წუთზე მარტვილელთა მთავარმა მეგოლემ, შეიკნე სილამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა, სეფიაშვილთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. სხვათაშორის, ეს მალელი ფეხბურთელისთვის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში.

 

პირველი ნახევარი უშეცდომოდ ითამაშა მერანმა და ტაიმი დამსახურებულად 1:0 მოიგეს მასპინძლებმა, თუმცა მეორე ნახევარში სიონი უფრო დიდი ძალებით წავიდა წინ და 77-ე წუთზე გამოცდილი გიორგი კორიფაძის მიერ მერანის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ლაშა ქოჩლაძემ ითამაშა თავით - 1:1.

 

მატჩის კომპენსირებულ დროში კი მერანის საჯარიმოს მისადგომებთან საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტი ზუსტად ექს-მერანელმა დათა სიჭინავამ შეასრულა -1:2.

 

გაშვებული მეორე გოლის შემდეგ, ჭყონდიდელებს თამაშის გადასარჩენად დროც არ დარჩათ და საბოლოოდ შეხვედრა სიონის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

მერანი მომდევნო ტურის მატჩს 12 აპრილს საგარეჯოში გამართავს ადგილობრივი გარეჯის წინააღმდეგ.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4