1 2 3 4 5
კაცნაკლული მერანი 2-ის ფრე ხარაგაულში და 15 წლის კიპერის დებიუტი

 

 

   1 აპრილს, მერანის მატჩის პარალელურად, ოდნავ მოგვიანებით დაიწყო მერანი 2-ის სადებიუტო შეხვედრა ლიგა 4-ში ხარაგაულში, მარგვეთი 2006-ის წინააღმდეგ.



უხვგოლიან მატჩში ჩვენი გუნდი ზურაბ ლატარიამ დააწინაურა მე-7 წუთზე, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში. მე-16 წუთზე საბა ბაღდავაძემ აღადგინა წონასწორობა.



58- წუთზე სტუმართაგან, დათო თოდუას მოუწია დროზე ადრე მოედნის დატოვება წითელი ბარათის გამო, თუმცა კაცნაკლული მარტვილელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ რიცხობრივ უმცირესობის მიუხედავად, მაინც მოახერხეს წინ გასვლა, გიგა კვანტალიანმა 64- წუთზე გაიტანა.



75- წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრეს მარგვეთელებმა ანგარიში, საბოლოო შედეგი ანრი ზაქარაშვილმა დააფიქსირა -2:2.



ერთი საინტერესო ფაქტიც, აღნიშნულ დაპირისპირებაში, მერანი 2-ის რიგებში დებიუტი ჰქონდა მარტვილელთა 15 წლის მეკარეს, საბა ქაჯაიას, რომელმაც მიუხედავად ანგარიშისა, კარგად წარმოაჩინა თავი და დამაჯერებლად გაისარჯა თავისი გუნდის სასარგებლოს.



 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4