1 2 3 4 5
მეგრული დერბი და გამარჯვება სილას გოლით! მერანი - დინამო ზგ 1:0

 

 

       კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, მე-4 ტურის შეხვედრა მარტვილის მერანმა საკუთარ კედლებში გამართა დინამო ზუგდიდის წინააღმდეგ.

 

მეგრული დერბი ხისტი და დაძაბული გამოდგა, შეხვედრა ხელსაყრელი ეპიზოდებით გამორჩეული არ ყოფილა, მაგრამ დაძაბულობა და უშეღავათო ორთაბრძოლები მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა.

 

ცოტნე მონიავას გაწრთვნილებმა, როგორც მოსალოდნელი იყო პირველ ნომრად არჩიეს თამაში და ამ დაპირისპირებაში ფავორიტად მიჩნეულმა მერანმა პირველ ნახევარში გახსნა ანგარიში.

 

25-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გიორგი გეგიას ჩინებული, გრძელი გადაცემის შემდეგ დინამოელთა საჯარიმოში მერანის ტანმაღალმა ლეგიონერმა, სილამ მეტოქე გუნდის მცველები საჰაერო ორთაბრძოლაში დაჯაბნა და თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა -1:0.

 

ოთხი ტურის თავზე მარტვილის მერანს 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აინაცვლა.

 

მომდევნო კვირას სანაკრებო პაუზაა და მერანი მე-5 ტურის მატჩს 1 აპრილს გამართავს. ჭყონდიდელების მეტოქე შემდეგ მატჩში თბილისის შევარდენი 1906 იქნება. შეხვედრა თბილისში 13:00 საათზე დაიწყება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4