მარტვილის მერანი 2-მა რეგიონული ლიგის დასავლეთ ბ ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაიფორმა.
მართალია, მერანი 2-ს ჯერ კიდევ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, თუმცა ბოლო ტურის შეხვედრა, მერანი 2-სა და შუქურა 2-ს შორის, რომელიც 18 მარტს მარტვილში გაიმართება, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, რადგან იმ მატჩში დაფიქსირებული შედეგი სატურნირო ცხრილში მერანი 2-ის ამჟამინდელ პოზიციას ვერ შეცვლის.
შთამბეჭდავი, სანახაობრივი, დრამატიზმით სავსე და რაც მთავარია წარმატებული სეზონი ჰქონდა მერანი 2-ს რეგიონულ ლიგაში, თავად განსაჯეთ, მარტვილელებმა 2021 წელს 8 მატჩი გამართეს და ყველა შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა.
გიგა ჭუბაბრიას შეგირდები ლიგა 4-ის გათამაშებაში სადებიუტო შეხვედრას 1 აპრილს გამართავენ ზესტაფონში მარგვეთი 2006-ის წინააღმდეგ.
#მერანი2ჩემპიონია #წარმატებულისეზონი #FCM #რეგიონულილიგა
სიონი (ბოლნისი) | 6 | 18 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 6 | 12 |
გაგრა (გაგრა) | 5 | 10 | |
დინამო (ზუგდიდი) | 5 | 9 | |
მერანი (თბილისი) | 6 | 8 | |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 6 | 7 | |
გარეჯი (საგარეჯო) | 6 | 5 | |
რუსთავი (რუსთავი) | 6 | 4 | |
ჩიხურა (საჩხერე) | 6 | 4 | |
შევარდენი (თბილისი) | 6 | 4 |