1 2 3 4 5
მერანი 2-მა უშუალო კონკურენტი დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა

 

   მარტვილის მერანი 2-მა რეგიონული ლიგის გათამაშებაში, მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი გამართა თავის უშუალო კონკურენტთან, ხელვაჩაურის მაჭახელასთან.

 

მაჭახელა, რეგიონული ლიგის, დასავლეთის ზონის, ბ ჯგუფის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ და გიგა ჭუბაბრიას გაწრთვნილებს მთავარ კონკურენტ გუნდთან მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს დღევანდელ დაპირისპირებაში. ამასთანავე, პირველ შეხვედრაში, ხელვაჩაურში მინიმალური ანგარიშით მარცხის გამო, „მერანელებს“  „მურთაზ ხურცილავაზე“ მხოლოდ სასურველი ანგარიშით გამარჯვება (ორი ბურთის სხვაობით) სჭირდებოდათ, იმისთვის, რომ სატუნირო ცხრილის ლიდერობა მოეპოვებინათ.

 

მიუხედავად იმისა, მარტვილელები 2021 წელს დაუმარცხებელნი არიან და დღევანდელ დუელში აშკარა ფავორიტებად იყვნენ მიჩნეული, მატჩი მასპინძლებისთვის მოულოდნელი სცენარით დაიწყო, რადგან ბექა ძიგუას და მალხაზ ჯიგანიას გოლებით სტუმრები 25-ე წუთისთვის 2:0 იგებდნენ.. ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოჩდნენ „მერანელები“, მათ მინიმუმ 4 (!) გოლი უნდა გაეტანათ მეტოქისთვის, ისე რომ საკუთარ კარში მეტი ბურთი არ მიეღოთ, სხვა შემთხვევაში მეორე პოზიციაზე დარჩებოდნენ.

 

თუმცა, მერანი 2-ის ფეხბურთელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ დაკისრებული მისია ზედმიწევნით შეასრულეს.

 

39-ე წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე ფაცაციამ, რომელიც რამდენიმე ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, შორეული, უძლირესი დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშის სხვაობა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ კარგი და გამოსარჩევი იყო სტუმართაგან, მალხაზ ჯიგანიას გოლიც და ზოგადად დღევანდელ დაპირისპირებაში კარგი თამაშით ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მაჭახელამ  მერანი 2-ს.

 

მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთში, ვაკო გოგოლიძემ წონასწორობა აღადგინა, აღნიშნულ ეპიზოდში ცოტნე ფაცაციას მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ჯერ თენგიზ თოლორდავამ ითამაშა საკმაოდ ეფექტურად და სწორედ მისგან მიუვიდა ვაკოს ბურთი, რომელიც ახლო მანძილიდან ზუსტი იყო.

 

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ,  უფრო გააძლიერეს მეტოქეზე ზეწოლა მასპინძლებმა და 63-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი გოლი გავიდა „მურთაზ ხურცილავაზე“. საჯარიმო დარტყმა დავით ლომთაძემ შეასრულა ჩინებულად,  მერანი 2-ის ნახევარმცველმა ცაციათი მოჭრა და მაჭახელას კარის „ცხრიანში“ გაეხვია ბურთი.

 

თამაშის სურათი ისეთი იყო, მერანი 2,  რომ კიდევ ერთს გოლს გაიტანდა და საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, გარდაუვალი სჩანდა.

 

81-ე წუთზე, ბაქარ ლაღაძემ  მარჯვენა ფლანგზე „გაილაღა“, რომლის მიერ მაჭახელას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, დავით ლომთაძემ მიიღო და იქვე მოძებნა პარტნიორი, ცოტნე ფაცაციამ კი კარგი შეტევა ზუსტი დარტყმით და გოლით დააგვირგვინა - 4:2.

 

უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ, მერანი 2-მა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. მართალია, ჩვენს გუნდს და მაჭახელას 15-15 ქულა აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში გატანილი გოლების უპირატესობით, სწორედ მერანი 2 არის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი.

 

რეგიონული ლიგის, დასავლეთის ზონის, ბ ჯგუფის გათამაშების დასრულებამდე კი 4 ტური დარჩა. მერანი 2 მომდევნო ტურის შეხვედრასაც საკუთარ არენაზე გამართავს. მარტვილელები 3 მარტს, წყალტუბოს სამგურალი 2-ს 



უკან

გათამაშების ცხრილი
სიონი (ბოლნისი) 6 18
მერანი (მარტვილი) 6 12
გაგრა (გაგრა) 5 10
დინამო (ზუგდიდი) 5 9
მერანი (თბილისი) 6 8
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 7
გარეჯი (საგარეჯო) 6 5
რუსთავი (რუსთავი) 6 4
ჩიხურა (საჩხერე) 6 4
შევარდენი (თბილისი) 6 4